weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

არ იქნება თავისუფალი ერი, სადაც უზნეო საპატრიარქო წინამძღოლობს – მეუფე პეტრე

16:08 ხუთშაბათი, 01 აპრილი 2021

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ მხარდამჭერებთან, მათ შორის მსჯავრდებული ყოფილი დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმასთან ერთად საპატრიარქოსთან აქცია გამართა. ის კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრას ითხოვს.

„თუ პატრიარქი დამიდასტურებს, რომ მე ვარ უძღები შვილი მზად ვარ მოვინანიო, მაგრამ თუ მე დავუდასტურებ, რომ ის არის უძღები შვილი ღვთის წინაშე, რომელიც განუდგა ღმერთს და ქრისტეს კანონებით არ მართავს ეკლესიას, მან უნდა მოინანიოს“, – განაცხადა სასულიერო პირმა.

მან ილია მეორე კიდევ ერთხელ დაადანაშაულა მამათმავლობაში.

„თქვენ გარდაცვალების შემდეგ დაუბრუნეთ ხარისხი რიგ მღვდელმთავრებს, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებამ ოფიციალურად გაასამართლა სოდომიის ცოდვისთვის. თქვენ, თითქოს, რადგან თანამონაწილე არ იყავით , საკუთარი თავი გადაირჩინეთ და მსხვეროლად თქვენი მღვდელმთავრები გაწირეთ, რამეთუ თქვენ თავად იყავით მონაწილე ამ ცოდვისა, თავად აკურთხეთ ისინი. ფაქტები არის, რომ ისინი ხშირ შემთხვევაში იყვნენ თქვენი პარტნიორები.

ქართველმა ერმა და განსაკუთრებით პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა გაიგოს, რომ არ იქნება თავისუფალი ერი, სადაც უზნეო ეკლესია წინამძღოლობს, უზნეო საპატრიარქო, უზნეო ეკლესიის წარმომადგენლები, სადაც მრავლდებიან ამ მძიმე ცოდვის მიმდევარი სასულიერო პირები და არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს, პირიქით წახალისებაა და ლამის იქამდე მიდის საქმე, რომ ამ ცოდვის ქვეშ თუ არ არის ადამიანი, შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს მისი კურთხევა. როგორც აღმოვაჩინე, საბჭოთა ხელისუფლების დროს ხდებოდა ეს“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

15 თებერვალს, ქადაგების დროს, ილია მეორემ მეუფე პეტრეს უძღები შვილი უწოდა და განაცხადა, რომ ის შეცდომილი მოძღვარია, რომლისთვისაც ეკლესია ლოცულობს.

წმინდა სინოდმა პეტრე ცაავა, მისი განცხადებების გამო, მღვდელმთავრობიდან 2019 წლის 31 ოქტომბერს გადააყენა, თუმცა, სასულიერო ხარისხიდან არ განკვეთა. სინოდის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინებით, შეიქმნება სინოდის მღვდელმთავრებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც შეისწავლის მიტროპოლიტ პეტრეს ქმედებებს და დასკვნას წარუდგენს სინოდის სხდომას. ამასთან, სინოდის განცხადებით, მიტროპოლიტი „ბოროტად იყენებს სინანულისათვის მიცემულ ვადას, მასმედიის საშუალებით კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]