weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზაზას ეუბნებიან, თქვენი ხელისუფლება ოს პატიმარში არ გცვლისო – გახელაძის მეუღლე

11:49 პარასკევი, 02 აპრილი 2021

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძე, წითელი ჯვრის დახმარებით, მეუღლეს, შვილებსა და მამას შეხვდა. როგორც პატიმრის მეუღლე, ირამა ბუთხუზი ამბობს, ზაზა გახელაძეს იმედი გადაწურული აქვს და ფიქრობს, რომ საპატიმროში 12 წლის გატარება მოუწევს.

„ჯანმრთელობის მხრივ ნორმალურად არის, არ უჩივის იქაურ გარემოს, პირობებს. ერთადერთი, რაც უჭირს, არის უჩვენობა და უიმედობა. არ სჯერა, რომ რაღაც შეიცვლება ჩვენს ცხოვრებაში, არ სჯერა, რომ 12 წელზე ადრე გამოვა“, – განაცხადა ირმა ბუთხუზმა.

მისივე თქმით, ზაზა გახელაძეს გათავისუფლების იმედი მაშინ გაუჩნდა, როდესაც ქართველმა სამართალდამცავებმა რუსი მესაზღვრეები დააკავეს.

„ზაზამ თქვა, დიდი იმედი მიეცა, ორი რუსი მესაზღვრე რომ დაიჭირეს ჩვენებმა. ორ საათში მომიკვდა იმედიო, მეგონა მათში გამცვლიდნენო. იქ იციან, რომ ჩვენებს ჰყავთ ვიღაც, ვისაც ითხოვენ და ზაზას ეუბნებიან – არ გცვლიან, არ მუშაობს თქვენი ხელისუფლება სათანადოდ, რა გაუხდა საქართველოს, რატომ ვერ ელევიან ქართველები თუნდაც ერთ-ერთ ოსს, რომ გაგცვალონ პატიმარშიო.

იმასაც ეუბნებიან ციხეში – მთავრობა რომ კარგად მუშაობდეს, შენ ცხრა საათზე მეტს არ გაგაჩერებდნენ, ისეთი მდგომარეობით იყავი აქ შემოსულიო“, – ამბობს ზაზა გახელაძის მეუღლე ჟურნალისტებთან.

რუსი სამხედროების მიერ 2020 წლის 11 ივლისს გატაცებულ და დაჭრილ 34 წლის ზაზა გახელაძეს, 2021 წლის 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე და 322-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელის სიცოცხლის ხელყოფასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]