weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მოსამზადებელი სამუშაოები გაგრძელდება – მერაბ ლომინაძე ნამოხვანში ჩავიდა

10:29 შაბათი, 03 აპრილი 2021

„ნამახვანჰესის პროექტის ახლად დანიშნული დირექტორი, მერაბ ლომინაძე რიონის ხეობაში, სოფელ ნამოხვანში პოლიციის თანხლებით ჩავიდა და ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შეხვდა. როგორც ლომინაძემ შეხვედრისას თქვა, მოსამზადებელი სამუშაოები უნდა გაგრძელდეს.

„მოსამზადებელი სამუშაოები გაგრძელდება. ამას თავშივე გეუბნებით. სამუშაოები რომ უნდა შესრულდეს, ამაში დარწმუნებული ვარ. ამის მეტი არაფერი არ განხორციელდება, ვიდრე არ მოხდება დასკვნების ვერიფიკაცია, დადასტურება. შეიძლება მომზადდეს გზა, შეიძლება მომზადდეს ხიდისთვის საყრდენები, შეიძლება მომზადდეს ადგილები ბანაკისთვის, სადაც მოსამსახურეები შეიძლება განთავსდნენ“, – განაცხადა ლომინაძემ.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებელმა ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, რომ მერაბ ლომინაძე მათი შეკითხვების ადრესატი არ არის, რადგან არ წარმოადგენს გადაწყვეტილების მიმღებ პირს. გოლეთიანის თქმით, ხეობაში მის ნაცვლად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა ჩასულიყო.

„ვისაც ჩვენთვის კომპეტენტური პასუხები უნდა გაეცა და გადაწყვეტილებების მიმღები იყო, შეხვედრიდან გაიპარა. ჩვენ რაზე უნდა ვილაპარაკოთ? თქვენ არ ხართ ადრესატი. თქვენი აზრით, ბატონ ზეკი ქოჯაოღლუს რატომ ვერ დავუსვამდით იგივე კითხვებს, რასაც თქევნ? იმიტომ, რომ არ იყო ადრესატი. იმ კაცს თუ ვეუბნებოდი - არ ხარ ადრესატი, დღეს თქვენ რომ მოგვევლინეთ, რატომ გახდებოდით? რადგან ქართველი ხართ? ეს არის ზუსტად ქსენოფობია - ხელისუფლებამ გაუშვა თურქი და მოგიყვანა შენ, ქართველი. ჩვენ ამ ქმედებას კატეგორიულად ვემიჯნებით“, – აღნიშნა გოლეთიანმა. 

ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქციების შემდეგ, მთავრობა ინვესტორ კომპანია „ენკა რინიუებლზთან“ შეთანხმდა, რომ კაშხლის მშენებლობის სამუშაოები შეჩერდება მანამ, ვიდრე ძირითადი კვლევები არ გადამოწმდება, თუმცა გაგრძელდება მოსამზადებელი სამუშაოები, რაზეც მთავრობას ნებართვა უკვე გაცემული აქვს. 

მოქალაქეები, რომლებიც უკვე 160 დღეა უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ პროექტის განხორციელებას, აცხადებენ, რომ მოსამზადებელი სამუშაოები ბუნებას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. ისინი კვლავ ითხოვენ, რომ ინვესტორმა კომპანიამ ხეობა დატოვოს.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]