weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პოლიციას თავისი დღის წესრიგი აქვს – ნამახვანჰესის დირექტორი პოლიციის მობილიზებაზე

12:07 შაბათი, 03 აპრილი 2021
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

„არცერთი პოლიციელი ჩემთან არ არის. პოლიციას თავისი დღის წესრიგი აქვს. მე არავინ მომიყვანია და დამჭირვებია სასაუბროდ“, – განაცხადა „ნამახვანჰესის“ პროექტის ახალმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ სოფელ ნამოხვანში სამართალდამცველების მობილიზებასთან დაკავშირებით.

მერაბ ლომინაძე, რომელიც დირექტორად ოთხი დღის წინ დაინიშნა, დღეს დილით ნამოხვანში მედიისა და პოლიციის თანხლებით ჩავიდა. როგორც მან განაცხადა, მისი მიზანი სამშენებლო მოედნების ნახვა იყო. ლომინაძე ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებთან გაჩერდა, რომელთაც რიონის ნაპირზე კარავი აქვთ გაშლილი და 160 დღეა უწყვეტ საპროტესტო რეჟიმში არიან. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებელმა და საპროტესტო აქციების ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ პოლიციას ნამოხვანამდე მისასვლელი ორივე გზა გადაკეტილი ჰქონდა.

„აქ შეიძლებოდა ისე მოსვლა, რომ არავის არავისთვის ეკითხა და მართლა ეს დუბინკები... მე ამის წინააღმდეგი. მე იმის წინააღმდეგი ვარ, რომ დაპირისპირება მივიდეს მაგ დონემდე, ეგეთი დაპირისპირებები ბევრი გავიარე ცხოვრებაში, 90-იანებში და აღარ მინდა.

მე მართლა მინდა, რომ თქვენ და თქვენს თანამოაზრეებს გაგიზიაროთ ჩემი აზრი, თუ ამის საშუალებას მომცემთ. თუ ამის საშუალება არ მომეცემა, არავის ვემუქრები, ღმერთმა დამიფაროს მუქარებისგან, მართლა მაქვს დაყენებული ამოცანა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები უნდა დაიწყოს. არ ამოვიდოდი და დავილაპარაკებდი, რომ არ მიმაჩნდეს ეს სწორად. მე არ ვთვლი სწორად, რომ გინდა თუ არა კომპანიამ დაურეკოს პოლიციას და უთხრას, დამიდექი და მამუშავე“, – უთხრა აქციის მონაწილეებს ლომინაძემ.

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ლომინაძე მათ პრაქტიკულად დაემუქრა.

„თქვენ თუ საუბარი გინდოდათ, ამ რაოდენობის პოლიციელით და გზის გადაკეტვით აქ არ მოხვიდოდით. ეს არის მუქარის დასაწყისი. ჩვენთვის ეს არის ცხადი. რადიკალიზაციის გზით წავიდა ხელისუფლება ჩვენთან მიმართებით და ამ რადიკალიზაციის საჩვენებლად ხდება ახლა ეს“, – უპასუხა ლომინაძეს საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა მარიტა მუსელიანმა.

თურქულ კომპანია „ენკა რინიუებლზში“ ქართველი დირექტორის დანიშვნა, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას მიერ რიონის ხეობის მცველებისთვის 12 მარტს შეთავაზებული ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პუნქტი იყო. მერაბ ლომინაძე შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური დირექტორი იყო. ის კომპანიის მენეჯმენტში მუშაობდა 2019 წლის მაისშიც, იმ პერიოდში, როდესაც მაღაროელები ხელფასის მომატების მოთხოვნით შიმშილობდნენ.

 

ამ თემაზე:

მოსამზადებელი სამუშაოები გაგრძელდება – მერაბ ლომინაძე ნამოხვანში ჩავიდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]