2 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.95%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე 1.81%-ს შეადგენს, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.85%-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 215 პირი და დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 580 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 331, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
იმერეთი - 56
აჭარა - 51
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 50
შიდა ქართლი - 26
ქვემო ქართლი - 22
გურია - 17
კახეთი - 10
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10
მცხეთა-მთიანეთი - 6
სამცხე-ჯავახეთი - 1
ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 5394 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 3405 ინფიცირებული მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 1758 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 824, აჭარაში - 239, იმერეთში - 292.
- 231 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
337 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 68 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 250 ადამიანი, 8857 კი თვითიზოლაციაშია.
საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, კორონავირუსის 283 369 შემთხვევაა დადასტურებული. 274 145 ადამიანი გამოჯანმრთელებულია. დღემდე ვირუსს ჯამში 3804 პირი ემსხვერპლა.