„უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოფლებში შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი. საჭიროების შემთხვევაში, მათ ადგილზევე ჩაუტარდებათ ტესტირება. აღნიშნულ სოფლებში მოქალაქეთა შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არც სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები არ წესდება.
პოლიციის თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად სოფლებში ინტენსიურად პატრულირებენ“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, ატარონ პირბადე და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.
3 აპრილს საქართველოს მასშტაბით კორნავირუსით ინფიცირების 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან გურიაში 17, სამეგრელო-ზემო სვანეთში კი 50 იყო.