weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

საყოველთაო გავრცელების წინა ეტაპია, პირველი განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ – გამყრელიძე

17:42 სამშაბათი, 06 აპრილი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ყველა ინდიკატორის მიხედვით უარესდება.

„შეიძლება ვთქვათ, რომ პირველი განგაშის ზარი უნდა იქნეს შემოკრული, რამეთუ ეპიდსიტუაცია ყველა ინდიკატორის მიხედვით უარესდება. ეს არის ახალი შემთხვევების რიცხვი 100 000 მოსახლეზე, დადებითობის მაჩვენებელი, რეპროდუქციის ინდექსი, 7 დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც 2%-ს ასცილდა, დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი 3.65%-ია.

ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ინფექციის ცირკულაცია უფრო ინტენსიურია ქვეყანაში. ამაზე ასევე მიუთითებს ის, რომ გაჩნდა ე.წ. კლასტერული გავრცელება, დღეისთვის დაახლოებით ათი მეტ-ნაკლებად მოზრდილი კლასტერები გვაქვს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში - ეს არის სამეგრელო, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, შიდა ქართლი და კიდევ რამდენიმე რეგიონი, რაც საყოველთაო გავრცელების წინა ეტაპია“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

დღეს, 24 საათში ჩატარებული 24 592 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 897 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.65%-ია, ბოლო 14 დღის 1.94%-ს შეადგენს, ხოლო ბოლო 7 დღის - 2.32%-ს.

კორონავირუსი დაუდასტურდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. დღეს ქვეყანაში ინფიცირების 5580 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. აქედან, 1892 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]