weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გალში მცხოვრები მოქალაქეების დაღუპვის გამო 10 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა

10:05 პარასკევი, 09 აპრილი 2021
რადიო ათინათის ფოტო რადიო ათინათის ფოტო

ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 10 აპრილის 00:00 საათიდან, 11 აპრილის 00:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვება.

6 აპრილს გამთენიისას, გალის რაიონში მცხოვრები საქართველოს ოთხი მოქალაქე დაიღუპა ე.წ. გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, მდინარე ენგურის გადმოცურვის გზით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის მცდელობის დროს. 29 წლის თამუნა ცატავას, 39 წლის მაყვალა გამისონიას, 47 წლის ელგუჯა გვალიას და 61 წლის თამაზ ბასლანძის ცხედრები 7 აპრილს, მდინარეში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების - შამგონასა და ორსანტიას ტერიტორიაზე იპოვეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ მომხდარი საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვებისა და უკანონო დაკავებების დამაზიანებელი პრაქტიკის შედეგია.

პანდემიის მიზეზით აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ენგურის ხიდი 2020 წლის 14 მარტს ჩაკეტა და რამდენჯერმა გახსნა „ჰუმანიტარული დერეფანი“ იმისთვის, რომ აფხაზეთის მცხოვრებლები, რომლებიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იყვნენ დარჩენილი, უკან დაბრუნებულიყვნენ. 2021 წლის თებერვალში ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება ორმხრივად გაიხსნა ხანდაზმულებისთვის, პენსიონერებისთვის, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის. ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელები ვალდებული არიან, საკარანტინო სივრცეში 5-დღიანი კარანტინი გაიარონ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო რაზმის უფროსმა, რუსტამ ლატიპოვმა განაცხადა, რომ გალის რაიონის მცხოვრებლებს ე.წ. საზღვარზე ატარებენ ხოლმე, თუმცა მათ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კარანტინის გავლა უწევთ. რუსტამ ლატიპოვი მდინარის გავლით მალულად გადასვლას 5-დღიანი კარანტინისთვის თავის არიდებას უკავშირებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]