ელჩის განცხადებით, 1989 წელი სიმამაცით, თავდადებითა და თავისუფლებისადმი ერთგულებით გამოირჩეოდა.
„ბერლინის კედლის დაცემიდან დაწყებული, ტიანანმანის მოედანზე შეკრებილთა გმირული წინააღმდეგობით დამთავრებული, მსოფლიომ იხილა, თუ როგორ დადგნენ მოქლაქეები დემოკრატიული ღირებულებების დაცვის სადარაჯოზე. ბალტიისპირეთის ქვეყნებში მილიონობით ადამიანი სოლიდარობის ნიშნად ცოცხალ ჯაჭვში გაერთიანდა, უნგრეთმა ავსტრიის საზღვარი გახსნა პიკნიკის მოსაწყობად, აქ, საქართველოში კი 9 აპრილს 21-მა ადამიანმა სიცოცხლე გაიღო მსხვერპლად, ხოლო ასობით ადამიანი დაშავდა საბჭოთა არმიის ხელით, თავისუფლებისთვის გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს.
მაშინ, როდესაც ვიხსენებთ მათ, ვინც თავი გაწირა უფრო თავისუფალი და წარმატებული ხვალინდელი დღისთვის, მოდით, ასევე სიამაყით გავიხედოთ წინ, ვზეიმობთ რა, ამერიკელები და ქართველები, დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის თანაზიარ ღირებულებებს. მადლობა!“, – ამბობს კელი დეგნანი ვიდეომიმართვაში.
დღეს 32 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, თბილისში გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევიდან. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა დანაყოფებმა დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარებისა და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს. დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი.