weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გორის რაიონის სოფელ ბოშურში ტყე იწვის

23:34 სამშაბათი, 22 აგვისტო 2017

გორის რაიონის სოფელ ბოშურში ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა კახა თინიკაშვილმა "რეგინფოს" უთხრა, რომ ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან 1.5 კილომეტრში, 22 აგვისტოს, საღამოს გაჩნდა. რთული რელიეფის გამო ხანძრის კერასთან სახანძრო მანქანა მისვლას ვერ ახერხებს.

"ცეცხლი დაახლოებით 18:00 საათზე შევამჩნიეთ და იმის შემდეგ ვცდილობთ ჩაქრობას. დაახლოებით 1-1,5 ჰექტარი იწვის. ხანძრის ნაწილი უკვე შევაჩერეთ. სამაშველო ბრიგადა ვერ გვეხმარება, ისეთი რელიეფია ვერ ამოდის. ადგილობრივები, გამგეობის წარმომადგენლები და მაშველები ხელით, წყლის გარეშე ვაქრობთ. მთელი ღამე მოგვიწევს მუშაობა", - ამბობს კახა თინიკაშვილი. 

დღის განმავლობაში ხანძარი დუშეთის და ლაგოდეხის რაიონებშიც გაჩნდა. ამ დრომდე ვერ ხერხდება 20 აგვისტოს ბორჯომში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება. დამწვარია 12 ჰექტარზე მეტი ტყე. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს რეგიონებში გაჩენილი ხანძრების ლიკვიდაციის მიზნით, სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით მიმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]