weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ხელისუფლება ყოველთვის მტკიცედ დადგება ოკუპაციაში მცხოვრებთა გვერდით – ახვლედიანი

13:46 შაბათი, 10 აპრილი 2021

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს 4 მოქალაქის მდინარე ენგურში დაღუპვას გამოეხმაურა. მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს, 10 აპრილს, მათი ხსოვნის პატივსაცემად გლოვის დღეა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, რუსული ოკუპაცია და მისი თანმდევი ადამიანური ტრაგედიები, გაყოფილი ოჯახები, ხელოვნურად დაშორებული საზოგადოებები უკვე მრავალი წელია თითოეული მოქალაქის ტრაგედია და უდიდესი ტკივილია.

„ოკუპაციის მძიმე შედეგებმა წლების განმავლობაში არაერთი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა და დღემდე უუფლებოდ, შიშის და წნეხის ქვეშ ამყოფებს ჩვენს მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზს მიღმა.

7 აპრილს საქართველოს 4 მოქალაქის ტრაგიკული დაღუპვა მიმდინარე ოკუპაციის შემზარავი გამოვლინებაა.

აქვე აღვნიშნავ, რომ ხელისუფლება დგას და ყოველთვის მტკიცედ დადგება ოკუპაციის ქვეშ მცხოვრები ადამიანების გვერდით, რათა გაორმაგებული, გაერთიანებული ძალისხმევით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უზრუნველყოფილ იქნას ჩვენი მოქალაქეებისთვის ცხოვრების უსაფრთხო და ღირსეული პირობები“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

6 აპრილს, გამთენიისას, გალის რაიონში მცხოვრები საქართველოს ოთხი მოქალაქე დაიღუპა ე.წ. გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, მდინარე ენგურის გადმოცურვის გზით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გადმოსვლისას. 29 წლის თამუნა ცატავას, 39 წლის მაყვალა გამისონიას, 47 წლის ელგუჯა გვალიას და 61 წლის თამაზ ბასლანძის ცხედრები 7 აპრილს, მდინარეში, სოფლების - შამგონასა და ორსანტიას ტერიტორიაზე იპოვეს.

პანდემიის მიზეზით აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ენგურის ხიდზე ე.წ. გამშვები პუნქტი 2020 წლის 14 მარტს ჩაკეტა და რამდენჯერმა გახსნა „ჰუმანიტარული დერეფანი“ იმისთვის, რომ აფხაზეთის მცხოვრებლები, რომლებიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იყვნენ დარჩენილი, უკან დაბრუნებულიყვნენ. 2021 წლის თებერვალში გადაადგილება ორმხრივად გაიხსნა ხანდაზმულებისთვის, პენსიონერებისთვის და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის. ამასთან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გადმომსვლელები ვალდებული არიან, საკარანტინო სივრცეში 5-დღიანი კარანტინი გაიარონ.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ ე.წ. გამშვები პუნქტის გვერდის ავლით „საზღვრის“ გადაკვეთას ადამიანები კარანტინისთვის თავის არიდების მიზნით ცდილობენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]