weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თავდაცვის სამინისტრო – ატენის ხეობაში ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს

10:37 ოთხშაბათი, 23 აგვისტო 2017

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გორში, ატენის ხეობაში, სოფელ ზემო ბოშურთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. სამინისტროს ცნობით, 80 გრადუსი დახრილობის მქონე მთის ფერდობზე წყლის ჭავლის მიყვანა მოხერხდა და გამთენიისას ხანძარი სრულად ჩააქრეს.

ატენის ხეობაში, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში 250 სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული. თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადებით, სოფელ ბოშურთან ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს, თუმცა პრევენციის მიზნით ადგილზე ოცეული დარჩება, რომელიც ორი დღის განმავლობაში ტყის მასივში პატრულირებას და მონიტორინგს განახორციელებს.

გორის რაიონის სოფელ ბოშურთან ტყის მასივს ხანძარი 22 აგვისტოს, დაახლოებით 18:00 საათზე გაუჩნდა. სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა კახა თინიკაშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან 1.5 კილომეტრში, დაახლოებით 1.5 ჰექტარ ტერიტორიას ჰქონდა მოდებული. 23:00 საათისთვის სოფელში ხანძარს ადგილობრივები, გამგეობის წარმომადგენლები და მეხანძრე-მაშველები აქრობდნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრების ლიკვიდაციის მიზნით, სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით 22 აგვისტოს, გვიან ღამით მიმართა. ამის შემდეგ ატენის ხეობაში ხანძრის ჩასაქრობად თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადა ჩავიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]