weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ყვარელი-გურჯაანის გზაზე ავტოავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა 

21:31 კვირა, 11 აპრილი 2021

ყვარელის მუნიციპალიტეტში დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ყვარლი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი - „ოპელის“ მარკის მანქანა ამოტრიალდა. 

როგორც „რეგინფოს“ გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორმა, გელა ორველაშვილმა განუცხადა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში სამი ადამიანი შეიყვანა, რომელთაგან ერთი უკვე გარდაცვლილი იყო. მეორე დაშავებული საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე დაიღუპა. გელა ორველაშვილის ინფორმაციით, მესამე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

2020 წელს ქვეყანაში 4999 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, ავტოავარიების შედეგად 450 ადამიანი დაიღუპა, 6640 კი დაშავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]