weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სოფელ გუმათში საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან

14:18 ორშაბათი, 12 აპრილი 2021
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ფოტო „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ფოტო

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია სოფელ გუმათში, იქ სადაც პოლიციას 3 აპრილიდან ბლოკპოსტი აქვს მოწყობილი, 16:00 საათზე დაიწყება. აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა, მიეცეთ ნამოხვანში შესვლისა და მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელების საშუალება.

რიონის ხეობის მცხოვრებლებს მხარდამჭერები თბილისიდანაც შეუერთდებიან. ამ მიზნით მთავრობის კანცელარიასთან დღეისთვის დაანონსებული აქცია გაუქმდა. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ ფეისბუქზე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ ნამახვანჰესის პროტესტის ორგანიზატორებს და ყველას მოუწოდებენ სოფელ გუმათში ჩასვლისკენ.

„ჩვენ გადავწყვიტეთ გავითვალისწინოთ მათი სიფრთხილისა და აუჩქარებლობის სტრატეგია, მათი მოწოდებები და თავი შევიკავოთ თვითორგანიზებული ქმედებებისგან. სწორედ ერთმანეთის გათვალისწინების ამ პრაქტიკამ და ამ სულისკვეთებამ მოიტანა პროცესი აქამდე და მთელი საქართველო გააერთიანა. მოგიწოდებთ ყველას, ვისაცშეგიძლიათ, ერთად ჩავიდეთ გუმათში“, – აცხადებს ორგანიზაცია.

გუშინ, 11 აპრილს, სოფელ ნამოხვანში სამართალდამცველებმა დაშალეს კარვები, სადაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ღამეს ათევდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ გადაწყვეტილების საფუძვლად მდინარე რიონის მოსალოდნელი ადიდება და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვის საფრთხე დაასახელა, თუმცა აქტივისტები აცხადებენ, რომ მდინარე კარვებს საფრთხეს არ შეუქმნიდა. ნამახვანჰესის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ შსს-მ მდინარის შესაძლო ადიდება ნამოხვანიდან მათი გამოძევების საბაბად გამოიყენა.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრები და მათი მხარდამჭერები ღამე სოფელ გუმათში დარჩნენ. საპროტესტო მოძრაობის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა მოქალაქეებს მოუწოდა, გუმათში შეიკრიბნენ, რადგან ახლა ბრძოლის ხაზი სწორედ იქ გადის.

რიონის ხეობის მცხოვრებლები 169 დღეა, უწვეტ რეჟიმში აპროტესტებენ რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენელობას.

 

ამ თემაზე:

შეწყდეს არაკონსტიტუციური ქმედებები და ადამიანებს მიეცეთ პროტესტის საშუალება – საია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]