weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

17-ვე კლასტერი, რომელიც დღეს ქვეყანაშია, დაიწყო წვეულებებიდან – გამყრელიძე

16:02 ორშაბათი, 12 აპრილი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, დღეს ქვეყანაში დაახლოებით 17 კლასტერული ეპიდაფეთქებაა. ამირან გამყრელიძის თქმით, ეს კლასტერები მართვადია, მაგრამ პირველი ნიშანია იმისა, რომ შეიძლება ქვეყანაში საყოველთაო გავრცელება დაიწყოს, თუ არ იქნა რადიკალური ზომები მიღებული და არ მივყევით რეკომენდაციებს.

„მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ ყველამ დავიცვათ ის აუცილებელი რეკომენდაციები, რომლებიც ყოველთვის ჟღერდება ჯანდაცვის სექტორის მიერ. ეს გახლავთ: პირბადის ტარება, დისტანცია, სანიტარული წესრიგი და დიდი თავყრილობების თავის არიდება.

17-ვე კლასტერი, რომელიც დღეს ქვეყანაშია, დაიწყო სწორედ წვეულებებიდან და სუფრებიდან. აქედან გამომდინარე, როგორმე თავი შევიკავოთ, როგორმე უნდა მოვითმინოთ და გარკვეული პერიოდი თავი შევიკავოთ წვეულებებისგან.

მე-5 და დღეს მთავარი რეკომენდაციაა იმუნიზაციის და აცრების მეტად გააქტიურება. თუ ჩვენ ამ ყველაფერს გავაკეთებთ, იმედი გვაქვს რომ ჩვენ გარკვეულად შევაკავებთ ეპიდემიის შემდგომ განვითარებას. ამ დონეზე ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სრულად მართვადია და თუ აპრილსა და მაისს დაახლოებით ამ მასშტაბის ეპიდსიტუაციით გავივლით, მაშინ თბილ ამინდებში, ივნისში, შევალთ უფრო მეტად დამშვიდებული, რომ ეპიდსიტუაცია მეტად აღარ გაუარესდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში მასობრივი აცრები, დიდი ალბათობით, ივლისში დაიწყება, როდესაც მარაგში სულ მცირე ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინა გვექნება.

„დილის მონაცემებით, ქვეყანაში აცრილია 20 622 ადამიანი. გუშინ, 11 აპრილს აიცრა 928. გუშინწინ გვქონდა დაახლოებით 1400 აცრა, იმის წინ 1500 და ა.შ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ 1000-ზე მეტია, ეს მაინც მცირეა იმასთან მიმართებით, რაც გვჭირდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყოველდღიურად 3000-დან 4000-მდე აცრის ჩატარებაა საჭირო.

 

ამ თემაზე:

საქართველოში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა დადასტურდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]