weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

რეპრესიებს გვიწყობს ხელისუფლება, დიალოგის მსურველი ასე არ იქცევა – გოლეთიანი

00:21 ოთხშაბათი, 14 აპრილი 2021

„ჩვენ ხომ რეალურად ვხედავთ, რომ რეპრესიებს გვიწყობს ხელისუფლება. დიალოგისკენ მომართული, კომუნიკაციის მსურველი ადამიანი ასე არ იქცევა, რაც ახლა ხეობაში ხდება“, – განაცხადა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა სოფელ გუმათში განვითარებულ მოვლენებთან და დიალოგისთვის მზაობაზე ეკონომიკის მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით.

გოლეთიანის თქმით, პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ხელისუფლების რეპრესიული ხელია მომართული.

„ჩვენთვის გაუგებარი და წარმოუდგენელია, როდემდე აპირებენ ამ ფორმით გააგრძელონ საკუთარ მოსახლეობასთან ომი, მაგრამ აუცილებლად დასრულდება ეს ყველაფერი.

ჩვენი პროტესტი გაგრძელდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კომპანია „ენკას“ ხეობაში პერსპექტივა არ აქვს, მით უმეტეს, ამ დაპირისპირების ფონზე. როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ ის აქ რაიმეს განახორციელებს და ეს კეთილდღეობას მოუტანს ადამიანებს, როცა უკვე კომპანიის ყოფნა ხეობაში იწვევს ასეთ ამბავს. რა თქმა უნდა, კომპანია დატოვებს ხეობას“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

დღეს, 13 აპრილს, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა სოფელ გუმათში, ინვესტორი კომპანია „ენკა რინიუებლზის“ საწყობთან გზა გადაკეტეს და გადაწყვიტეს, არ გაეტარებინათ კომპანიის კუთვნილი ავტომანქანები, რომლებიც რიონის ხეობაში მუშაობენ. ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც პოლიციამ მათ კიდევ ერთხელ უთხრა უარი სოფელ ნამოხვანში შეშვებასა და პროტესტის იქ გაგრძელებაზე.

აქციის მონაწილეები „ენკას“ საწყობთან მანამდე აპირებდნენ დარჩენას, ვიდრე ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლებას არ მისცემდნენ, თუმცა დაახლოებით ერთი საათის წინ აქციაზე ვითარება დაძაბა. როგორც ვარლამ გოლეთიანი ამბობს, გაცხადებული გეგმის შესაბამისად, „ენკას“ მანქანებს მოქალაქეები ხელებაწეულები დახვდნენ, რის გამოც სპეცრაზმმა მათი დარბევა დაიწყო და სავარაუდოდ 10-მდე ადამიანი დააკავა. გოლეთიანმა აქციის მონაწილეებს უკან დახევისკენ მოუწოდა და მიმართა, რომ აქციას ხვალ გააგრძელებენ. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები გუმათში, პოლიციის ბლოკპოსტის ტერიტორიაზე დაბრუნდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]