weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოს ბანკი დამწვარი ადგილების აღდგენისა და ხანძრის პრევენციისთვის 1 მილიონს გამოყოფს

13:11 ოთხშაბათი, 23 აგვისტო 2017

„საქართველოს ბანკი“ საქართველოს მასშტაბით სტიქიის შედეგად დამწვარი ტერიტორიის აღდგენისა და ხანძრის პრევენციისთვის 1 მილიონ ლარს გამოყოფს. ბანკის განცხადებით, რამდენიმე დღეში მომხმარებლისთვის კვლავ ხელმისაწვდომი იქნება „მწვანე ანაბარი“, რომლის ფარგლებშიც 2008 წელს ბორჯომში დამწვარი ტყის ნაწილის აღდგენა მოხდა.

„ბოლო დღეებში სტიქიიდან გამომდინარე მართლაც მძიმე დღეები გამოიარა ქვეყანამ. „საქართველოს ბანკი“ მადლობას უხდის თითოეულ ადამიანს, ვინც ჩართული იყო სტიქიასთან ბრძოლაში. სწორედ მათი თავდაუზოგავი ძალისხმევის შედეგია სტიქიასთან გამკლავება“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

დამწვარი ტყის მასივის აღდგენის ინიციატივით გუშინ თიბისი ჯგუფის პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე გამოვიდა. მისი განცხადებით, ბორჯომის ხეობაში დამწვარი ტყის 10 ჰექტარს თიბისი ჯგუფი და კომპანია „ბორჯომი“ სრულად აღადგენენ. ამ ინიციატივას კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაც“ შეუერთდა.

ბოლო დღეებში საქართველოს რეგიონებში ხანძარი რამდენიმე ადგილზე გაჩნდა. ამ დრომდე არ მომხდარა 20 აგვისტოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა. 22 აგვისტოს ინფორმაციით, ბორჯომში 12 ჰექტარი ფართობია დამწვარი. რეგიონებში გაჩენილი ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში სამხედრო ძალებიც ჩაერთვნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]