weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

დიალოგი რომ შედგეს, უნდა გაიხსნას კედელი და გადავინაცვლოთ ნამოხვანში – გოლეთიანი

11:16 ხუთშაბათი, 15 აპრილი 2021

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან დიალოგის დასაწყებად აუცილებელია სოფელ გუმათში პოლიციის მიერ აღმართული რკინის კედელი აიღონ და აქციის მონაწილეებს ნამოხვანში შესვლის უფლება მისცენ.

„საპატრიარქომ ხელისუფლებას მოუწოდა დიალოგისკენ. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის და არსებითად, ჩვენი პროტესტი ყოველთვის ამ შინაარსს ატარებდა, რომ ხელისუფლება დიალოგზე გამოსულიყო, მაგრამ არა ლოზუნგებისა და ფლაერების დონეზე, როგორც ჩვენთან ამყარებენ კომუნიკაციას. პირველ რიგში, იმისთვის, რომ შედგეს დიალოგი ჩვენს შორის, აუცილებელია გაიხსნას ეს რკინის კედელი და გადავინაცვლოთ ნამოხვანში“, – ამბობს გოლეთიანი.

გუშინ, 14 აპრილს, რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ თითქმის ექვსთვიან პროტესტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო პირველად გამოეხმაურა და დიალოგის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„დაუშვებელია სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, დაუშვებელია კატეგორიული ტონი, რომელიც არ ტოვებს ურთიერთმოსმენის შესაძლებლობას. პატივისცემით მივმართავთ ყველა მხარეს და ვთხოვთ, ხელი შეუწყონ პროცესების მშვიდობიანად და სამართლიანად წარმართვას“, – განაცხადა საპატრიარქომ.

ეკლესიის ამ მოწოდებას მიესალმნენ ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროები. მინისტრმა ნათელა თურანავამ განაცხადა, რომ საჭიროა, ნამახვანჰესის უმნიშვნელოვანეს პროექტზე ისაუბრონ მაგიდასთან და არა კარავში.

„ასეთი ძლიერი მესიჯი, ძლიერი მოწოდება წამოვიდა საპატრიარქოდან. ამ ფონზე, ხელახლა მინდა მივმართო საპროტესტო აქციის აქტივისტებს, ვინც ახლა საკმაოდ კატეგორიული მოწოდებებით გამოირჩევა და აპროტესტებს მშენებლობას უშუალოდ სოფელ ნამოხვანში, მოდით, გადავდოთ გვერდზე ყველა ჩვენი ამბიცია“, – განაცხადა ნათელა თურნავამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]