weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

სასამართლომ მუსტაფა ჩაბუქს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაუგრძელა

13:58 ოთხშაბათი, 23 აგვისტო 2017

თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა სამი თვით გაუგრძელა.

დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მუსტაფა ჩაბუქის ადვოკატი პატიმრის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

მუსტაფა ჩაბუქი 24 მაისს, თბილისში, თურქეთის მოთხოვნით დააკავეს. თურქეთის მტკიცებით, ჩაბუქს კავშირი აქვს ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებულ ორგანიზაცია - „FETO“-თან, რომელსაც თურქული მხარე ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს და უკავშირებს 2016 წლის მაისში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩაბუქს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა 25 მაისს შეუფარდა. მაშინ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო. საია მიიჩნევს, რომ საქმის კონტექსტის და თურქეთში არსებული ვითარების გათვალისწინებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების შელახვის რეალური საფრთხე. საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა შესაბამის ორგანოებს მოუწოდა, ჩაბუქის ექსტრადიციის საკითხის განხილვისას შეისწავლონ მის მიმართ თურქეთში შესაძლო არასათანადო მოპყრობის რისკები.

მუსტაფა ჩაბუქი ოჯახთან ერთად საქართველოში 2002 წლიდან ცხოვრობს. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ მუსტაფა ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსის მიცემაზე უარი უთხრა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]