weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ძმებ წულუკიძეებსა და ჭელიძეებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

13:34 შაბათი, 17 აპრილი 2021

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციაზე მომხდარი ჩხუბის გამო დაკავებულ ძმებ ჭელიძეებსა და წულუკიძეებს. გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან თხელიძემ დაახლოებით 8-საათიანი პროცესის შემდეგ მიიღო. მანამდე, ბრალდებულებმა და მათმა ადვოკატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

პროკურატურა ძმებ წულუკიძეებსა და ჭელიძეებს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) ჩადენას ედავება. ისინი ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ გუმათში პროვოკაცია მოუწყეს და პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან.

„საქართველო უფრო მეტია, ვიდრე თითოეული ჩვენთაგანი. პატრიოტული სულისკვეთებით ჩამოვედით და ყველამ იცოდეთ, გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და სწორი არ არის რასაც აკეთებთ. ოთხი შვილი მყავს, მცირეწლოვანი შვილები და ობლად ტოვებთ“, – მიმართა მოსამართლეს რევაზ ჭელიძემ.

„ვინც შეიძლება შუაში იყოს, ისინი გარეთ არიან და დაგვაკავეს ისეთი ადამიანები, არაფერი რომ არ ჩაგვიდენია. იმიტომ, რომ სახელმწიფოს ასე უნდა? იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა ასე?“ – თქვა დარბაზის დატოვებამდე ფირუზ წულუკიძემ.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა სხდომის გადადების და ასევე, მოსამართლის აცილების თაობაზე.

სამართალდამცველებმა ძმები წულუკიძეები და ჭელიძეები 14 აპრილს, ღამით, ბათუმში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ბრალდებულებმა – 34 წლის რევაზ წულუკიძემ, 28 წლის ფირუზ წულუკიძემ, 24 წლის თორნიკე ჭელიძემ, 26 წლის თამაზ ჭელიძემ, 22 წლის გელა ჭელიძემ და 21 წლის ირაკლი ჭელიძემ გუმათჰესის დასახლებაში ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]