weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ხელისუფლება ცდილობს, ჩვენთან დააპირისპიროს სხვადასხვა პირი თუ ჯგუფი – გოლეთიანი

17:10 შაბათი, 17 აპრილი 2021

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე მისვლა ნებისმიერს შეუძლია და რიონის ხეობის მცველებს არავითარი კავშირი არ აქვთ აქციიდან მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილის გაძევებასთან.

„ინტერნეტსივრცეში ისტერიულად ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რიონის ხეობის მცველებმა ბატონი მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციიდან გააძევეს, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი ინფორმაციაა.

ამ ყველაფერთან არავითარი კავშირი არ გვაქვს. ბატონ მალხაზსაც შევეხმიანეთ და მასაც ავუხსენით ეს ყველაფერი. აქ მოსვლა არავისთვის აკრძალული არ არის და ჩვენ ყოველგვარ დაპირისპირებას ისედაც ვემიჯნებით.

აქედან გამომდინარე, გვინდა, რომ ამ თემას არ მოჰყვეს შემდგომი გაგრძელება და გვინდა, რომ აღარ იყოს ამ თემაზე სპეკულაციები. მოგეხსენებათ, რთულ ფაზაში ვართ გადასული და ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, დააპირისპიროს ჩვენთან სხვადასხვა პერსონა თუ ჯგუფი. ვხედავთ, რომ ათასგვარი ბინძური კამპანიაა აგორებული ჩვენი მისამართით და უნდა დავიცვათ თავი ამ ყველაფრისგან“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თამთა მიქელაძემ რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ადასტურებს, რომ ვახა მაჩალიკაშვილი აქციაზე არ დაუშვეს. ამასთან, მიქელაძე მიიჩნევს, რომ რიონის ხეობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აგენტ-პროვოკატორები მუშაობენ, რომელთა მიზანი რიონის ხეობის მცველების მოძრაობის დასუსტება, ადგილზე დაძაბულობის შექმნა და კონკრეტული ჯგუფების სიმბოლური გარიყვაა.

„სწორედ ამ მცდელობის შედეგი იყო ძმები წულუკიძეების და აჭარიდან კიდევ რამდენიმე ბიჭის დაკავება რამდენიმე დღის წინ.

როგორც დაკავებამდე ფირუზ და რამაზ წულუკიძეები ამბობდნენ, მათი აქციიდან გაძევების პროცესში ამ აგენტ-პროვოკატორებმა რელიგიური თემა ჩართეს და სწორედ ამ და სხვა ნიადაგზე მიყენებული შეურაცხყოფის შემდეგ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. რამდენიმე დღის წინ ბატონი ვახა მაჩალიკაშვილი არ დაუშვეს აქციაზე ისევ ამგვარმა უცნაურმა ფიგურებმა. ვიცი, რომ სხვა სამოქალაქო აქტივისტებთან ასევე იყო პრობლემური გამოცდილება“, – წერს თამთა მიქელაძე.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები ამ დროისთვის სოფელ გუმათში არიან, სადაც მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც პოლიციამ სოფელ ნამოხვანისკენ მათი გადაადგილება აკრძალა, აქტივისტების კარვები დაშალა და მათ ნამოხვანი იძულებით დაატოვებინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]