weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ხვალ მოწვეულია კოვიდ-საბჭო, სადაც დამატებით რეგულაციებს განვიხილავთ – ტიკარაძე

15:38 სამშაბათი, 20 აპრილი 2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ხვალ, 20 აპრილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით კოვიდ-საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც დამატებით რეგულაციებზე იმსჯელებენ.

როგორც მინისტრმა თქვა, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება.

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექციის მხრიდან გამკაცრებულია ღონისძიებები და ინტენსიური მონიტორინგი, ასევე, გამკაცრდა დაჯარიმებები. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხრიდან მსგავსი მიდგომა შენარჩუნდეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა - პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანციის დაცვა, რომ მოხდეს ინფექციის გავრცელების დროული შეკავება.

დღეს ჩვენ გვქონდა ინფიცირების 1790 შემთხვევა და უკვე აქტიური შემთხვევების რაოდენობა 10 ათასს აღემატება, რაც ზრდის ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე. მნიშვნელოვანია, რომ ვიმსჯელოთ ამასთან დაკავშირებით. ხვალ პრემიერ-მინისტრის მეთაურობით მოწვეულია კოვიდ-საბჭო, სადაც ჩვენ განვიხილავთ იმ დამატებით რეგულაციებსა და ღონისძიებებს, რომელიც იქნება ეფექტური და რომლის გამოყენებაც განხორციელდება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1792 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 10 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირების 11 506 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 3270 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]