weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული 587 პირიდან კორონავირუსი ერთს დაუდასტურდა

18:03 ოთხშაბათი, 21 აპრილი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსზე სწრაფი ტესტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ 587 პირს ჩაუტარდა. მათგან ვირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა.

„დაიწყო არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან გადმოსულ ადამიანთა ტესტირება ანტიგენის სწრაფი ტესტებით. დღეს დილისთვის იყო 587 ადამიანი, თითქმის ყველა გადმოსული იყო გალის რაიონიდან, ორი იყო მხოლოდ ცხინვალის რეგიონიდან, ოძისის გადმოსასვლელით. გალში დგას დაავადებათა კონტროლის ცენტრის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბრიგადები, ყველა ეს ადამიანი იტესტება, ამ 587-დან მხოლოდ ერთი გვქონდა დადებითი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

19 აპრილიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლამდე კოვიდ-ტესტირებას გადიან. მათთვის გაუქმდა 5-დღიანი სავალდებულო კარანტინი, რომელიც 11 თებერვლიდან მოქმედებდა.

მთავრობის გადაწყვეტილებას სავალდებულო კარანტინის გაუქმების თაობაზე წინ უძღოდა 6 აპრილს, გალიდან ზუგდიდში ფარულად, ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით გადმოსვლისას, მდინარე ენგურში საქართველოს 4 მოქალაქის დახრჩობა. სავალდებულო კარანტინი ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც ასობით ადამიანი, საკვების, მედიკამენტების შესაძენად თუ პენსიის ასაღებად, შემოვლითი, სიცოცხლისთვის სახიფათო გზებით გადაადგილებას ცდილობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]