weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კოვიდ-კლინიკებში დამატებით 1000 საწოლის მობილიზაცია მოხდება

17:21 ხუთშაბათი, 22 აპრილი 2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდ-კლინიკებში დღეს 5500 საწოლია, მკურნალობას კი 3500 ინფიცირებული გადის. ამასთან, მინისტრის თქმით, შემდეგი კვირის განმავლობაში დამატებით 1000 საწოლის მობილიზაცია მოხდება.

„დღეს სამინისტროს მხრიდან გამოიცა ახალი ბრძანება, რითაც ჩვენ გამოვაცხადეთ მობილიზაცია დამატებით 1000 საწოლთან მიმართებაში. კლინიკები, რომლებიც უკვე საკმაოდ კარგად არიან გამოცდილები კოვიდ-პაციენტების მართვაში, ეტაპობრივად კვლავ იწყებენ ჩართვას. ამ ეტაპისთვის, ჩვენ გვაქვს 5500 საწოლი, სადაც მობილიზებული არის ყველა ის საჭირო ინვენტარი, რომელიც პაციენტს ესაჭიროება და ასევე მობილიზებულები არიან კოვიდის მართვაში უკვე გამოცდილი ექიმები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ეტაპისთვის, მკურნალობას გადის 3500-მდე პაციენტი. აქედან გამომდინარე, 2000 საწოლი არის თავისუფალი და შემდეგი კვირის განმავლობაში კიდევ დამატებით 1000 საწოლი იქნება ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, გარდა ამისა, მოქალაქეები მკურნალობას 9 კლინიკურ სასტუმროში გადიან.

22 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 12 700 აქტიური შემთხვევა იყო. აქედან 3424 ინფიცირებული მკურნალობას საავადმყოფოში გადიოდა. დილისთვის მძიმე იყო 568 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათგან 113 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]