weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსმა ოკუპანტებმა ბოძები სოფელ ღოღეთთანაც დაამონტაჟეს

11:23 ორშაბათი, 26 აპრილი 2021

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღოღეთთან, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის სამუშაობი განაახლეს და ბოძები დაამონტაჟეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ამის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელი დავით ქაცარავა ამბობს, რომ ბოძები დაახლოებით 2 კილომეტრზეა ჩაყრილი. მანამდე რუსმა სამხედროებმა ბოძები სოფელ ტახტისძირთან ჩაყარეს.

„ამ მოქმედებაზე ჩვენ უნდა გავაკეთოთ რეაგირება. ჩვენ – საზოგადოებამ, იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, ხელისუფლება არ რეაგირებს და ურჩევნია წყნარად, მშვიდად იყოს, იკამათოს ოპოზიციასთან. ამასობაში, რუსი ოკუპანტები აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის ბორდერიზაციას. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ასეთი ბოძები გაავლეს თითქმის სამ კოლომეტრზე. ეს არის ის მინიმალური ტერიტორია, რაც ოკუპანტებმა ერთ კვირაში შეგვიღობეს“, – განაცხადა დავით ქაცარავამ.

 დავით ქაცარავას ფოტო

ბოძებს შორის სავარაუდოდ მავთულხლართების გაბმა იგეგმება. მათ გასწვრივ დამატებით ხნულებსაც აკეთებენ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში ნათქვამია, რომ გასულ წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 60 შემთხვევა გამოავლინეს. აღნიშნული პროცესი საოკუპაციო ხაზის მთელ პერიმეტრზე ხელოვნური ბარიერების, ღობეების, მავთულხლართების, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების ინსტალაციასა და მიწათხრილების, ტრანშეებისა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების მოწყობაში გამოიხატა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]