weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოში კორონავირუსის 1551 ახალი შემთხვევაა, დაიღუპა 17 ადამიანი

11:32 ოთხშაბათი, 28 აპრილი 2021

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული 29 487 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 1551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინ 1578 ახალი შემთხვევა იყო.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.26%-ია, ბოლო 14 დღის – 4.39%, ხოლო ბოლო 7 დღის – 4.63%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1551 ახალი შემთხვევიდან 918 შემთხვევა თბილისშია, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 130

აჭარა – 121

იმერეთი – 101

ქვემო ქართლი – 82

შიდა ქართლი – 69

კახეთი – 48

მცხეთა-მთიანეთი – 35

გურია – 32

სამცხე-ჯავახეთი – 12

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 878 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირების 14 482 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 9995 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 3780 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმეა 732 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელთაგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება -156;
  • 707 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, ვირუსით ინფიცირების 307 401 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 288 816 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 4077 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]