weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კასპში 34 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე მისი ყოფილი ცოლი დააკავეს

16:27 ოთხშაბათი, 28 აპრილი 2021
ფოტო - qartli.ge ფოტო - qartli.ge

კასპში, 13 მარტს მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავებმა მოკლულის ყოფილი მეუღლე, 1990 წელს დაბადებული ქ.ჩ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მოკლული მამაკაცის ცხედარი სასაფლაოზე 14 აპრილს იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, დაკავებულს ქალს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა ედება ბრალად.

„ამავე საქმეზე უკვე დაკავებულია 1991 წელს დაბადებული ზ.კ., რომელმაც მიმდინარე წლის 13 მარტს კასპში 1987 წელს დაბადებულ ნ.ღ.-ს, ანგარიშსწორების მიზნით, ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა“, – განაცხადეს შსს-ში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 375-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს. 375-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ორიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]