weather cur horoscope tv
ნოემბერი 02, 2024

შესაძლებელია „სინოფარმის“ აღიარების პროცესი გადავადდეს, თუმცა უარს არ მიიღებს – კულუმბეგოვი

10:05 ხუთშაბათი, 29 აპრილი 2021

ალერგოლოგ-იმუნოლოგი და ჯანდაცვის სამინისტროში არსებული იმუნიზაციის საბჭოს წევრი, ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩინური ვაქცინის - „სინოფარმის“ აღიარების პროცესი შესაძლოა გადავადდეს, თუმცა ვაქცინა უარს არც ერთ შემთხვევაში არ მიიღებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ვაქცინაციის ექსპერტთა კომიტეტის ექსტრაორდინალური სხდომა დღეს არის ჩანიშნული.

„შესაძლებელია, აღიარების პროცესი გადავადდეს. უარი არ ეთქმება არც ერთ შემთხვევაში, უბრალოდ კომიტეტმა თუ განაცხადა, რომ მათთვის საკმარისი ინფორმაცია მიწოდებული არ არის და დამატებით ინფორმაციისთვის მოითხოვეს ერთი ან ორკვირიანი ვადა კომპანიისგან, შესაძლებელია, ამან გავლენა მოახდინოს და ბევრი რეგისტრირებული ადამიანი დაელოდოს აღიარებას. თუმცა ის, რომ ვაქცინაციის აღიარების პროცესი მივიდა სხდომის ჩანიშვნამდე, ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდი საქმე უკვე შესრულებულია. ამ ზომამდე ჯერ ვერ მივიდა „მოდერნაც“ კი. დახურული სხდომების რეჟიმში განიხილებოდა რამოდენიმე კვირის და თვის განმავლობაში და ეს ღია ტიპის სხდომის ჩანიშვნა ხდება საბოლოოდ. ამიტომ დიდი ალბათობით, ის გადაუდებელ ავტორიზაციას მიიღებს, ან შეიძლება, რამდენიმე კვირით გადავადდეს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა პირველ არხთან.

საქართველოში „სინოფარმის“ 100 000 დოზა აპრილის დასაწყისში შემოვიდა, მისი გაკეთების მსურველი 18 წლის ასაკზე მეტი მოქალაქეების რეგისტრაცია კი 27 აპრილიდან დაიწყო და გუშინ უკვე 7 ათასამდე ადამიანი იყო დარეგისტირებული. „სინოფარმით“ ვაქცინაციის პროცესის დაწყება მაისის პირველ კვირაში იგეგმება.  

 

ამ თემაზე:

რა ვიცით ჩინური ვაქცინის შესახებ, რომლითაც საქართველოში უნდა აიცრან

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]