weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გურჯაანის რაიონის 4 სოფელი დაისეტყვა

21:54 პარასკევი, 30 აპრილი 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლები – კაჭრეთი, არაშენდა, ქოდალო და ჯიმითი დაისეტყვა. ყველაზე მეტად კაჭრეთი დაზარალდა, სადაც განადგურებულია ვენახები, დაზიანებულია სახლების სახურავები და ავტომობილები.

სეტყვით გამოწვეული ზარალის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია. როგორც „რეგინფოს“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა განუცხადა, მერიაში შექმნილი კომისია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ზარალის დათვლას დილიდან დაიწყებს. ხვალვე აღრიცხავენ იმ ოჯახებს, ვისაც სახლის სახურავი გაუფუჭდა და დროებითი გადახურვისთვის ტენტებს დაურიგებენ. არჩილ ხანდამაშვილის თქმით, მევენახეებმა დაუდასტურეს, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა მუშაობდა.

გუშინ, 29 აპრილს ძლიერი სეტყვა იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანშიც, სადაც თითქმის 100%-ით განადგურდა ვენახები, ხეხილის ბაღები და ნარგავები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]