weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ამირან გამყრელიძე „სინოფარმით“ აიცრა

10:51 სამშაბათი, 04 მაისი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ჩინური წარმოების ვაქცინით, „სინოფარმით“ აიცრა. როგორც მან განაცხადა, ქვეყანაში ამ ვაქცინით ვაცინაციის პროცესი დაიწყო.

„სიმბოლურია, რომ მე დღეს პირველად ვიცრები ახალი ვაქცინით, მესამე ვაქცინით, რომელიც ინერგება ქვეყანაში. „სინოფარმი“ აპრობირებული ვაქცინაა, 45 ქვეყანაში მიმდინარეობს ამ ვაქცინით აცრები. ის დამზადებულია ე.წ. ტრადიციული ტექნოლოგიით. ბევრს ბავშვობის დროს ამ ტექნოლოგიით გაკეთებული გაქვს აცრები, ეს არის ინაქტივირებულ ვირუსზე დამყარებული ვაქცინა, რომლის 200 მილიონი დოზა უკვე არის ადმინისტრირებული ჩინეთსა და მთელ მსოფლიოში. ჩვენთან აპრილში შემოვიდა 100 ათასი დოზა და დღეიდან დაიწყება აცრები“, – განაცხადა ჟურნალისტებთან გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ აცრების გარეშე პანდემია არ დამთავრდება. 

დღეიდან „სინოფარმით“ ვაქცინაცია-იმუნიზაციის პროცესი 30 სამედიცინო დაწესებულებაში იწყება, ხოლო ხვალიდან, 5 მაისიდან მათ რიცხვს კიდევ 44 დაწესებულება დაემატება.

 

ამ თემაზე:

ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, „სინოფარმის“ ეფექტიანობა 78.1%-ია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]