weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვაქცინაციის შემდეგ ე.წ. მწვანე პასპორტების გაცემაზე ქტიური მუშაობა მიმდინარეობს – მთავრობა

15:20 სამშაბათი, 04 მაისი 2021

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, იმსჯელეს ე.წ მწვანე პასპორტების შესახებ, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა.

როგორც საბჭოს წარმომადგენელმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, ე.წ. მწვანე პასპორტების საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და ის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს დასამტკიცებლად უახლოეს პერიოდში წარედგინება.

„გარდა ამისა, საბჭოს ფორმატში განიხილება სხვადასხვა ტიპის შეღავათების დაწესება იმ პირებისთვის, რომლებსაც ჩატარებული ექნებათ ვაქცინაციის სრული კურსი“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 15 მარტიდან დღემდე საქართველოში სულ 45 344 აცრა ჩატარდა. აქედან ვაქცინის ერთი დოზით აცრილია 39 280 ადამიანი, ხოლო ორივე დოზით – 6064.

ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი „ასტრაზენეკას“, „ფაიზერისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინებით მიმდინარეობს. მთავრობის გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფებს ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები დაემატნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]