weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

კორონავირუსის შემთხვევების პიკი მაისის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი – გაბუნია

14:04 ოთხშაბათი, 05 მაისი 2021

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების პიკი მაისის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი.

„პროგნოზურად, მოდელირებით, მაისის შუა რიცხვები არის გათვალისწინებული პიკური მაჩვენებლებისთვის. დღევანდელი მაჩვენებელი ეპიდემიის ზრდის ტენდენციების ჭეშმარიტი მაჩვენებელი არ არის. ეს არის დაგროვილი შემთხვევები, რომელთა გამოვლენა და ანგარიშგება სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში არ მოხდა. თუმცა, ზრდის ტენდენცია შესაძლებელია და მაისის შუა რიცხვები არის განსაზღვრული, რომ იქნება პიკური მაჩვენებელი“, – განაცხადა გაბუნიამ.

დღეს, 5 მაისს, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული 27 648 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 2171 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან ყველაზე მეტი შემთხვევები ფიქსირდება თბილისში – 1359 შემთხვევა, იმერეთში – 202, აჭარაში – 135 და სამეგრელო-ზემო სვანეთში – 118. ამ ეტაპზე ქვეყანაში  კორონავირუსით ინფიცირების 15 148 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 10 115 ინფიცირებული ბინაზე, ხოლო 4289 საავადმყოფოში მკურნალობს. დღეის მდგომარეობით, მძიმეა 839 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 166 იმყოფება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]