weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

დავით გარეჯთან, უდაბნოში „ფორმულას“ ჟურნალისტსაც აგრესიითა და მუქარით დახვდნენ

16:50 ოთხშაბათი, 05 მაისი 2021
კადრი ფორმულას ვიდეომასალიდან კადრი ფორმულას ვიდეომასალიდან

ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტს, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფზე გუშინ მომხდარ თავდასხმაზე მუშაობდა, ერთ-ერთმა ადგილობრივმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სოფლის დატოვება მოსთხოვა.

ინციდენტის ამსახველი ვიდეო „ფორმულამ“ გაავრცელა.

„იმ მოღალატეს როგორ უნდა დაატარებდეთ. წადით აქედან! წადით სანამ კარგად ხართ, სოფელში არ გამოჩნდეთ! იმ მოღალატეს ნუ დასდევთ“, – მიმართავს მამაკაცი „ფორმულას“ რეგიონულ კორესპონდენტს.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ისინი მხოლოდ ამბის გასარკვევად მივიდნენ, მამაკაცმა თქვა, რომ არაფრის გარკვევა არ უნდათ. ის ჟურნალისტს ხელითაც შეეხო, მასთან მიახლოვება რამდენჯერმე კიდევ სცადა და თან უმეორებდა, სოფელი დაეტოვებინა. მამაკაცის შეკავებას შვილი ცდილობდა, რომელმაც ჟურნალისტს ბოდიშიც მოუხდა და თქვა, რომ მამა ნასვამ მდგომარეობაში იყო.

„ის ადამიანი იწვევს ხალხში ზიზღს. თქვენ დადიხართ და ვიღაცას რაღაცას... არ შეიძლება, რა. ახლავე ჩაჯექით იმ მანქანაში“, – უთხრა ახალგაზრდა მამაკაცმა ჟურნალისტს.

გუშინ, 4 მაისს, სოფელ უდაბნოს მცხოვრებლებმა გზა გადაუკეტეს ავტომობილს, რომლითაც დავით გარეჯის მამათა მონასტრის ტერიტორიიდან ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერ მელაშვილი და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფი ბრუნდებოდა. მათ ივერი მელაშვილს მოღალატე უწოდეს, დაემუქრნენ და მოსთხოვეს, რომ დავით გარეჯში აღარ გამოჩნდნენ. სოფელ უდაბნოს ინციდენტამდე მელაშვილსა და გადამღებ ჯგუფს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე სასულიერო პირები დაუპირისპირდნენ. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მხოლოდ 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ჟურნალისტები ითხოვენ, გამოძიება მათ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლითაც წარიმართოს.

მომხდარზე კომენტარი „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გააკეთეს. გიორგი ვოლსკის შეფასებით, დავით გარეჯში ივერი მელაშვილის ჩასვლა „სერიოზულად დაგეგმილი პროვოკაცია“ იყო, რაც „სახელმწიფოს აყენებს იმ აუცილებლობის წინაშე, რომ გარკვეული ზომები მიიღოს სასულიერო პირების მიმართ“. დეპუტატმა და კახეთის ყოფილმა გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა კი თქვა, რომ დავით გარეჯში მელაშვილს „ბუნებრივია, გულმხურვალე და გულთბილ შეხვედრას არ მოუწყობდნენ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]