5 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6.41%-ია, ბოლო 14 დღის - 5.51%, ხოლო ბოლო ერთი კვირის – 6.59%.
დღეს გამოვლენილი 1806 ახალი შემთხვევიდან 1089 თბილისში დაფიქსირდა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
აჭარა – 167
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 121
იმერეთი – 120
ქვემო ქართლი – 88
კახეთი – 60
შიდა ქართლი – 57
მცხეთა-მთიანეთი – 43
გურია – 36
სამცხე-ჯავახეთი – 17
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8
დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1144 პაციენტი, 20 კი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 15 790 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 10 744 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 4287 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 867 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 183 პირი;
- 759 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, ვირუსით ინფიცირების 317 719 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 297 676 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 4227 ადამიანი.