weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რიონში 26 წლის ნიკოლოზ ანთიძის ძებნა გრძელდება

11:46 ხუთშაბათი, 06 მაისი 2021

მდინარე რიონში 25 დღის წინ გაუჩინარებული 26 წლის ნიკოლოზ ანთიძის ძებნის სამუშაოები გრძელდება. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ნაპოვნი არ არის, რეგინფოს“ ანთიძის ოჯახის ადვოკატმა, გიორგი ჭოჭუამ დაუდასტურა. მისივე თქმით, დღეს საზოგადოებას ოჯახის პოზიციას საჯაროდ გააცნობს.

„საზოგადოებაში არსებობს აზრი, თითქოს, ეს იყო მთავრობის მიერ დადგმული სპექტაკლი, რაც არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს. ეს ბიჭი მართლაც გადახტა რიონში და დღემდე ნაპოვნი არ არის.

ამბობდნენ, ამერიკის ვიზა ჰქონდაო. არანაირი ამერიკის ვიზა არ ჰქონია. ამბობდნენ, რომ მოცურავე იყოო და სპორტის ამ სახეობასთან საერთოდ შეხება არ ჰქონია. ასევე, დატოვა გამოსამშვიდობებელი წერილი, რომელიც არის საკმაოდ კრიტიკული დღევანდელი მთავრობის მისამართით. წერილში ის ემშვიდობება ოჯახის წევრებს და მეგობრებს“, – აცხადებს ადვოკატი.

ნიკოლოზ ანთიძეს 10 აპრილიდან ეძებენ. ერთი კვირის წინ მაშველებმა მდინარეში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ამ დრომდე ვერ შევძელით ინფორმაციის მოპოვება, იდენტიფიცირებულია თუ არა ის.

ნიკოლოზ ანთიძე ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილე იყო. ის სოფელ ნამოხვანში მეგობართან ერთად ჩავიდა და კარავში ორი ღამე გაათია. თვითმხილველების თქმით, მესამე დღეს, საღამოს, ანთიძე რიონში თავად შევიდა, გადარჩენის შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა დახმარებაზეც უარი თქვა, მდინარის სიღრმისკენ ცურვა განაგრძო და დაახლოებით 200 მეტრის შემდეგ გაუჩინარდა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ნიკოლოზ ანთიძის სამძებრო სამუშაოები იმავე საღამოს დაიწყეს. მაშველები მას ნავებითა და საძიებო სკანერის მეშვეობით ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში მყვინთავებიც მონაწილეობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დღეს, 6 მაისს, გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, საძიებო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ოპერაციის ფარგლებში, 7 მაისის 08:00 საათიდან 9 მაისის 18:00 საათამდე იგეგმება გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე-ნაგებობის საგუბრების წყლისგან დაცლა. ტერიტორიაზე იმუშავებენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილობრივებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და იყვნენ ყურადღებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]