weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

რიონის ხეობის მცველები ლევან ვასაძის მიერ დაგეგმილ აქციას არ უერთდებიან

14:07 შაბათი, 08 მაისი 2021
გიორგი ლიპარტელიანის ფოტო გიორგი ლიპარტელიანის ფოტო

მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის დამფუძნებელის, ვალამ გოლეთიანის განცხადებით, სოციალურ ქსელში იქმნება ყალბი გვერდები, რომლებიც ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეები გარკვეულ პირებთან ერთიადებიან. გოლეთიანის თქმით, აღნიშნული გვერდების მიზანი საპროტესტო მოძრაობის დისკრედიტაციაა.

ვარლამ გოლეთიანმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ნამახვანჰესის წინააღმდეგ მოძრაობა 16 მაისს, თბილისში, ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ დაანონსებულ აქციას შეუერთდება.

„ბოლო რამდენიმე დღეა, ისტერიულად იქმნება ფეისბუქ-გვერდები და სპონსორდებიან (ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, ბუნებრივია, ეს ჩვენ არ ვიცით და სიმართლე გითხრათ, არც გვაინტერესებს), ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს 16 მაისის აქციას ვუერთდებით, ჩვენი ხედვები ერთი და იგივეა და ა.შ. რაღაცაში შეიძლება თანხვედრა არსებობდეს, ზოგად ხედვებში, მაგრამ, საბოლოო ჯამში, დღის წესრიგის მიხედვით და მთელი რიგი მესიჯბოქსების მიხედვით, გვაქვს მნიშვნელოვანი აცდენები, რასაკვირველია“, – განაცხადა გოლეთიანმა.

მისივე თქმით, მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ არ აპირებს, გაერთიანდეს რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან თუ პარტიასთან.

„ზოგადად, არ მივიჩნევთ, რომ პარტიულ დღის წესრიგს შეუძლია გადაწყვიტოს ის პრობლემა, რომლის ირგვლივაც შეკრებული ვართ და 192-ე ღამეს ვათევთ სოფელ გუმათში. ჩვენს პრობლემას გადაწყვეტს ჩვენი სიმრავლე და ერთობა, ეს სულისკვეთება და დამოკიდებულება, რომელიც გვაქვს. ამით მივიდეთ ბოლომდე და გამარჯვება მოვიპოვოთ - ეს არის მნიშვვნელოვანი.

პარტიული დღის წესრიგით, ვხედავთ, რომ რამდენიმე ათეული წელია ქვეყანაში საქმე არ კეთდება და რაღაც ერთ მოჯადოებულ წრეზე ვტრიელებთ. ჩვენ არავისთან პრობლემა არ გაქვს და ბუნებრივია, არც არავის ვაყენებთ შეურაცხყოფას, პირიქით, ჩვენი პატივისცემა ყველას, მაგრამ ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი, ვართ სახალხო მოძრაობა და ვცდილობთ, რომ თვითონ ჩვენ, ხალხმა მოვახერხოთ გაერთიანება ამა თუ იმ პრობლემის ირგვლივ და ჩვენი გაერთიანებით, ყოველგვარი პარტიული დღის წესრიგის გარეშე, შევძლოთ გადაწყვეტა და დაქირავებული ხელისუფლების იძულება, რომ იყოს გამტარი და აღმსრულებელი ხალხის ნების“, – აღნიშნა გოლეთიანმა.

რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ დააფუძნა საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი“ (ერი), რომელიც მომავალში, „როგორც კი ამის საჭიროება იქნება“, პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება. გარდა ამისა, ვასაძემ 16 მაისს, თბილისში, აქციის გამართვა დააანონსა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]