„იგეგმება „სინოფარმის“ ვაქცინის დონაცია წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის და ასევე ჩინეთის წითელი ჯვრის საშუალებით, რაც იქნება დიდი დახმარება ჩვენი ვაქცინაციის პროგრამისთვის. დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, იმასთან დაკავშირებით თუ როდის იქნება ხელმისაწვდომი ის 100 000 დოზა, რასაც წითელი ჯვარი შემოგვთავაზებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „სინოფარმს“ ავტორიზაცია გუშინ მიანიჭა, თუმცა ამ ვაქცინის გამოყენება საქართველოში 4 მაისს დაიწყო. ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 18 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის არის შესაძლებელი.
ამ დრომდე საქართველოში „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზაა შემოსული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების შეფასებით, „სინოფარმის“ ეფექტიანობა საერთო ჯამში 78.1%.