weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

რიონში გაუჩინარებული ნიკოლოზ ანთიძის ცხედარი იპოვეს

09:35 ორშაბათი, 10 მაისი 2021

მაშველებმა, რამდენიმეკვირიანი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, სოფელ ნამოხვანში, მდინარე რიონში გაუჩინარებული 26 წლის ნიკოლოზ ანთიძის ცხედარი იპოვეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცხედარი ოჯახის წევრის მიერ იდენტიფიცირებულია.

საძიებო-სამაშველო სამუშაოებში სულ ჩართული იყო 450 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი და 15 ნავი. ტერიტორიის დათვალიერება დრონების, ხოლო წყლის ფსკერის მონიტორინგი სპეციალური აპარატის ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობდა.

ნიკოლოზ ანთიძეს 10 აპრილიდან ეძებდნენ. ის ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილე იყო – სოფელ ნამოხვანში მეგობართან ერთად ჩავიდა და კარავში ორი ღამე გაათია. თვითმხილველების თქმით, მესამე დღეს, საღამოს, ანთიძე რიონში თავად შევიდა, გადარჩენის შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა დახმარებაზეც უარი თქვა, მდინარის სიღრმისკენ ცურვა განაგრძო და დაახლოებით 200 მეტრის შემდეგ გაუჩინარდა.

6 მაისს ნიკოლოზ ანთიძის ოჯახის ადვოკატმა, გიორგი ჭოჭუამ განაცხადა, რომ ტრაგიკულ შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე ნიკოლოზმა „მესენჯერის“ საშუალებით „გამოსამშვიდობებელი წერილი“ გაგზავნა.

„ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ ეს არავის ბრალია... მა, არ ინერვიულო, სიგიჟემდე მიყვარხარ და იქით ცხოვრებაში გნახავ. მთელ ჩემს სანათესაო-საახლობლო-სანაცნობოს ვეფერები დიდი სიყვარულით. ცოტა გავითიშე, მარტო ერთ რაღაცაზე ვფიქრობ. მადლობა უფალს ყველაფრისთვის, მე ქრისტიანი კაცი ვარ. მთავრობას სირცხვილი, გაყიდეს საქართველო და ამას ვერ დავუშვებ. უფლის წყალობით მოვიგებთ ამ ომს“, – წერია შეტყობინებაში, რომელიც ადვოკატმა გაასაჯაროვა.

ნიკოლოზ ანთიძის გაუჩინარების შედეგ შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]