weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნამახვანჰესზე ჩემი პოზიცია ვარლამ გოლეთიანის გამოჩენამდე მქონდა – მეუფე სტეფანე

17:42 ორშაბათი, 10 მაისი 2021

ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი), რომელიც ჭყონდიდის ეპარქიასაც ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ ნამახვანჰესთან დაკავშირებით უარყოფითი დამოკიდებულება იქამდეც ჰქონდა, ვიდრე ვარლამ გოლეთიანი გამოჩნდებოდა. მისივე თქმით, მას ვარლამთან პირდაპირი ურთიერთობა არ აქვს.

ამ საკითხზე მეუფე სტეფანეს შეკითხვა ჭყონდიდის ეპარქიაში გამართულ პრესკონფერენციაზე დაუსვეს.

„ნამახვანჰესთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ვარლამ გოლეთიანის გამოჩენამდე მქონდა. ეს კარგად უნდა იცოდეთ, თუ მედია ხართ. უნდა იცოდეთ, რომ ჩემი პოზიცია მანამდე იყო ცნობილი.

ჯერ კიდევ „ნაციონალების“ დროს რომ დაისვა ეს საკითხი, მაშინ მქონდა უარყოფით დამოკიდებულება არა ჰესის მიმართ, არამედ იმ პროცესის მიმართ, რომელიც ინფორმირებულობასთან დაკავშირებით იყო. რა ხდებოდა იცით? ფაქტობრივად, მოსახლეობა იგნორირებული იყო და უბრალოდ, ფლაერებით ელაპარაკებოდნენ. როცა ეკითხებოდნენ „მე რა მომელის?“, ფლაერით პასუხობდნენ“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მიტროპოლიტი ამბობს, რომ ამ პროცესში ვარლამ გოლეთიანის და სხვების შემოსვლის შესახებ არაფერი იცოდა. მისივე თქმით, ნამახვანჰესთან დაკავშირებით პირველ ეტაპზე ეკოლოგიური საკითხები იდგა, ხოლო შემდეგ ცნობილი გახდა ინვესტორისთვის მიწების 99 წლით გადაცემის შესახებ.

„ამაზე ალბათ მთელი საქართველო აღშფოთებულია. მე ვიყავი პირველი, რომელიც გამოვედი და პირდაირ დავსვი ეს საკითხი, რომ როგორ შეიძლება 99 წლით გადაეცეს რომელიმე კომპანიას ამხელა ტერიტორია. ეს იყო ჩემი ჩართულობა ამაში.

რაც შეეხება ჩემი და ვარლამის ურთიერთობას, მამამისი არის ჩემი ეპარქიის მღვდელი. ვარლამი პატარა ბავშვი იყო, გიმნაზიაში სწავლობდა ჩვენთან, მე მისი მასწავლებელი ვიყავი, ვუტარებდი გაკვეთილებს. შემდეგ ის წავიდა თბილისში, სწავლობდა. მე მასთან კონტაქტი აღარ მქონია.

მერე, ის ამ სიტუაციაში რომ შემოვიდა, ამის შესახებ პოსტფაქტუმ გავიგე. რა თქმა უნდა, ურთიერთობა ჩემსა და მას შორის იმის გამო, რომ ის ამაშია ჩამული, არ შეწყვეტილა, მაგრამ ის, რომ მე მას ვხელმძღვანელობდე რამე საკითხში, აბსურდი და ტყუილია.

მე მისი ტელეფონის კი არ მაქვს ჩაწერილი - სპეციალურად, იმიტომ, რომ არ მინდა, მასთან პირადი კონტაქტი მქონდეს. მამამისთან შეიძლება რაღაც ვთქვა ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მე მასთან პირდაპირი ურთიერთობა არც მაქვს. ხანდახან რაღაც დღესასწაულებზე შევხვდები. მიყვარს. კარგი ადამიანია. მგონი, მთელმა საქართველომ შეიყვარა ისეთი ადამიანია. ზრდილობიანი და წესიერი ადამიანია. ჩემი სიამაყეა, რომ ეს ადამიანი არის ნამდვილად პატრიოტი ქართველი, რომ ის მართლა მთელი გულით არის სიმართლისთვის მებრძოლი და მის საწინააღმდეგოდ არასდროს არაფერს ვიტყვი“, – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის პროექტის განხორციელებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ვარლამ გოლეთიანმა და კიდევ რამდენიმე ადამიანმა ხეობაში აქციების გამართვა და სადღეღამისო მორიგეობა გასული წლის ოქტომბერში დაიწყეს. 29 ოქტომბერს, აქციის მონაწილეებმა, ათობით პოლიციელის ფიზიკური წინააღმდეგობის მიუხედავად, კაშხლის მშენებლობის ადგილას ჯვარი აღმართეს, რომელიც სასულიერო პირებმა აკურთხეს.

ნოემბერში, მიტროპოლიტმა სტეფანემ აქციის მონაწილეებს საჯაროდ გამოუცხადა მხარდაჭერა და მას შემდეგ არაერთი კრიტიკული განცხადება გააკეთა პროექტთან დაკავშირებით. მიმდინარე წლის თებერვალში, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ნამოხვანში მოქალაქეების მიერ აღმართული ჯვარი მოთხრა იმ საბაბით, რომ ის კომპანიის ტერიტორიაზე იყო, მეუფე სტეფანემ მოსახლეობას მისცა კურთხევა, მისი ეპარქიის ფარგლებში ჯვარი აღმართონ იქ, სადაც ამის სურვილი ექნებათ. იგი პოლიციის მიერ 30 იანვარს აქციის დაშლასაც გამოეხმაურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მიმართა: „პოლიციელებს ჰქონდეთ პირი თავისი მეზობლების, მეგობრების თვალებში ჩახედვისა. ისე არ მოიქცნენ, რომ სირცხვილი იყოს მერე მათი გამოჩენა“. იგი პოლიციის მიერ 30 იანვარს აქციის დაშლასაც გამოეხმაურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მიმართა: „პოლიციელებს ჰქონდეთ პირი თავისი მეზობლების, მეგობრების თვალებში ჩახედვისა. ისე არ მოიქცნენ, რომ სირცხვილი იყოს მერე მათი გამოჩენა“.

„თანაგრძნობა და თანადგომა მინდა გამოვუცხადო რიონის ხეობის მოსახლეობას, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ ვიცოდეთ - რა ინტერესები ტრიალებს იმ ხეობაში? ეს არ არის მხოლოდ ორი რეგიონის პრობლემა, ეს არის მთელი საქართველოს საკითხი და ყველას გვეხება.

იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რომ ნათლად არ არის ნათქვამი და დასაბუთებული, რა შეიძლება მოჰყვეს 110 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობას ნამახვანზე და ზემოთ კიდევ „ტვიშიჰესის“ მშენებლობას, რომელიც ამის ნაწილია“, – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

ეპისკოპოსის განმარტებით, ის ნამახვანჰესის პროექტს იმიტომ არ აკრიტიკებს, რომ მისი ინვესტორი თურქული კომპანიაა, არამედ იმიტომ, რომ ნამახვანჰესის პროექტის განხორციელებით ადამიანის უფლებები ირღვევა, რეგიონს საფრთხეები ემუქრება და ხელისუფლება არასწორად, უკანონოდ მოქმედებს.

 

ამ თემაზე:

ჩემი საქციელი უღირსი იქნება, თუ ნამოხვანის ჰესებზე ხმამაღლა არ ვისაუბრებ - მეუფე სტეფანე

რატომ გაასხვისეთ რიონის ხეობა 99 წლით? მეუფე სტეფანე მთავრობისგან განმარტებებს ითხოვს

თუ ხელშეკრულებაში არაფერია პრობლემური, მაშინ ახსნან – მეუფე სტეფანე ნამახვანჰესზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]