weather cur horoscope tv
ნოემბერი 02, 2024

„ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრისთვის 45 წელს ზემოთ მოქალაქეების რეგისტრაცია იწყება

17:10 სამშაბათი, 11 მაისი 2021

„რისკების შეფასების და ასევე, დამატებითი კონსულტაციების შედეგად, საბჭომ მხარი დაუჭირა წინადადებას, რომ ასაკობრივი ზღვარი „ასტრაზენეკასთვის“ შემცირდეს 45 წლამდე“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ.

45 წლის ზემოთ მოქალაქეები ვაქცინაციისთვის ჯავშნის გაკეთებას ხვალ, 12 მაისს, 20:00 საათიდან შეძლებენ. თამარ გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე შესაძლებელია, „ასტრაზენეკაზე“ კიდევ 8-10 ათასი ჯავშანი  გაკეთდეს.

„გვაქვს მოლოდინი, რომ მალევე დაემატება „ასტრაზენეკას“ დოზები „კოვაქსის“ პლატფორმიდან, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ მეორე დოზა შესრულდეს უკვე ახალჩამოსული პარტიიდან“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, გასულ კვირას გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება, „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე ასაკობრივი შეზღუდვის მოხსნის შესახებ, სხვა ქვეყნები კი ამ შეზღუდვას ჯერჯერობით ინარჩუნებენ.

შვედურ-ბრიტანული კომპანია „ასტრაზენეკას“ მიერ წარმოებული ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა, 15 მარტიდან კი სამედიცინო პერსონალის აცრა დაიწყო. მოგვიანებით, ვაქცინაციისთვის პრიორიტეტული ჯგუფები გაფართოვდა, იმავდროულად, ვაქცინაცია მხოლოდ 55 წლის ზემოთ მოქალაქეებში გაგრძელდა.

მარტში შემოტანილ 43 ათას დოზა ვაქცინას ვადა მაისის ბოლოს გასდის.

დღემდე, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ სულ 67 136  აცრა ჩატარდა. სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 11 504 ადამიანი.

აცრისთვის ჯავშნის გაკეთება შესაძლებელია სპეციალურ ვებ-პორტალზე http://booking.moh.gov.ge/

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]