weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

კორონავირუსის 776 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 დღის დადებითობა 4.79%-მდე შემცირდა

11:50 ხუთშაბათი, 13 მაისი 2021

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული 31 982 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 776 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გუშინ 1409, ხოლო გუშინწინ 1788 შემთხვევა იყო.

12 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.43%-ია, ბოლო 14 დღის – 5.56%, ხოლო ბოლო 7 დღის – 4.79%.

დღეს გამოვლენილი 776 ახალი შემთხვევიდან 359 თბილისშია, ხოლო რეგიონებში შემდეგი მონაცემებია:

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 84

იმერეთი – 81

აჭარა – 79

ქვემო ქართლი – 56

მცხეთა-მთიანეთი – 41

კახეთი – 30

გურია – 20

შიდა ქართლი – 13

სამცხე-ჯავახეთი – 10

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1329 პირი, 16 კი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე, საქართველოში, ინფიცირების 15 572 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 10 584 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 4278 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. 903 პაციენტის ჯანმრთელობის მდოგომარეობა მძიმეა, მათგან 196 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება;
  • 710 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, ვირუსით ინფიცირების 326 441ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 306 264 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 4379 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]