weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია გადადგა

10:43 ორშაბათი, 17 მაისი 2021

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის არჩეულმა მერმა გიორგი (გეგა) შენგელიამ თანამდებობა დატოვა. როგორც ის აცხადებს, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება „შექმნილი პოლიტიკური ვითარების“ გამო მიიღო.

„ჩემთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო, არის და იქნება სწორ ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული ადამიანური ურთიერთობები, კეთილსინდისიერება პირად ურთიერთობებში, საჯარო სამსახურსა თუ პოლიტიკაში. შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია დავტოვო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა“, – ნათქვამია გიორგი შენგელიას მიერ Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

გასულ კვირაში თანამდებობები დატოვეს ფოთის, სენაკისა და მარტვილის მერების მოადგილეებმა, ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის აპარატის უფროსმა, ლაშა გვასალიამ. ისინი „ქართული ოცნების“ მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ, რის მიზეზადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანამოაზრეობას ასახელებენ.

გიორგი შენგელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერად 2019 წლის 19 მაისის გამართულ მერის რიგგარეშე არჩევნებზე აირჩიეს. 2018 წლის ნოემბრიდან ის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი „თიბისი ბანკის“ ადგილობრივი ფილიალის მმართველი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]