weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

დმანისში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირების ვინაობა იდენტიფიცირებულია – შსს

13:05 ორშაბათი, 17 მაისი 2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დმანისის ცენტრში გუშინ მომხდარი ჯგუფური ძალადობის მონაწილეები იდენტიფიცირებული არიან. სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რომელი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება და დააკავეს თუ არა ვინმე. 

„ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს, დმანისში, ყოფით ნიადაგზე ადგილობრივები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც გადაიზარდა ჯგუფურ ძალადობაში. პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილე პირების ვინაობა, გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სამინიტრო დმანისში შეკრებილ მოქლაქეებს კანონის მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ პოლიცია „რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე“.

„დმანისში დაპირისპირების განმეორების პრევენციის და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დაპირისპირებულ მხარეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა ხელი არ შეეწყოს ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას“, – აცხადებს შსს.

დმანისში, ქალაქის ცენტრში, ადგილობრივ ეთნიკურად აზერბაიჯანელ და ქართველ მოქალაქეებს შორის დაპირისპირება გრძელდება. მათი ნაწილი ჯოხებით, ხელკეტებით და სხვადასხვა ნივთით არის შეიარაღებული. პოლიცია მოქალაქეების შეკავებას ვერ ახერხებს და ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]