weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რკინიგზის დეპარტამენტის წინ გამართულ აქციაზე 10 ადამიანი დააკავეს

10:33 პარასკევი, 25 აგვისტო 2017
რკინიგზის დეპარტამენტის წინ გამართულ აქციაზე 10 ადამიანი დააკავეს ფოტო © ნეტგაზეთი

შს სამინისტროს ინფორმაციით, რკინიგზის დეპარტამენტის წინ გამართულ აქციაზე 10 ადამიანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა) მუხლების საფუძველზე.

საქართველოს რკინიგზის რამდენიმე თანამშრომელი რკინიგზის დეპარტამენტთან აქციას 15 აგვისტოდან მართავს. აქცია თავდაპირველად რკინიგზის ორმა თანამშრომელმა დაიწყო, რომლებიც სამუშაოდ გურჯაანიდან მარნეულში გადაიყვანეს. აქციის მონაწილეების თქმით, მათ კონტრაქტზე ხელი ისე მოაწერინეს, რომ არაფერი განუმარტავთ, მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ ისინი არც ტრანსპორტით და არც საცხოვრებლით არ იყვნენ უზრუნველყოფილები. რკინიგზის ადმინისტრაციამ აქციის მონაწილეთა საპასუხოდ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაფიცულების მოთხოვნები დაკმაყოფილდა და ისინი საცხოვრებლით უზრუნველყოფილი იქნებოდნენ.

აქციის მონაწილეებს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენლები შეუერთდნენ და შიმშილობის აქცია დაიწყო. პოლიციამ აქციის მონაწილეებს რკინიგზის დეპარტამენტის შენობის წინ კარვის გაშლის შესაძლებლობა არ მისცა, რის გამოც შიმშილობის აქცია ღია ცის ქვეშ გაგრძელდა. სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა კარვით სარგებლობის შეზღუდვა უფლებების დარღვევად შეაფასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, შეკრების თავისუფლება უზრუნველყოს.

14 აგვისტოს, მოშიმშილე რკინიგზელებს სოლიდარობა სტუდენტური ორგანიზაცია „აუდიტორია 115“–ის წევრებმა გამოუცხადეს. სტუდენტები რკინიგზის დეპარტამენტთან მივიდნენ.

მოშიმშილე რკინიგზელებმა გადაწყვიტეს პროტესტი რკინიგზის ადმინისტრაციის შენობის მისაღებში გაეგრძელებინათ, რადგან მათი თქმით, გარეთ მათ კარვის გაშლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ, რის გამოც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. აქციის მონაწილეებმა შენობაში შესვლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციელებმა არ მისცეს და 10 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. აქციის რამდენიმე მონაწილეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ნეტგაზეთის ვიდეომასალა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]