weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ბორჯომის“ გაფიცული თანამშრომლების მხარდასაჭერად აქცია გაიმართება

18:26 ხუთშაბათი, 20 მაისი 2021

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მინერალური წყალი „ბორჯომის“ მწარმოებელი კომპანიის გაფიცული თანამშრომლების მხარდასაჭერად აქციას აანონსებს. აქცია ხვალ, 21 მაისს, N1 ჩამომსხმელ ქარხანასთან 16:00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას ზესტაფონელი მეტალურგები, ჭიათურელი მაღაროელები, „რუსთავის აზოტის“ თანამშრომლები, მძღოლები, მეტროს მუშაკები, რკინიგზელები და პროფკავშირების სხვა წევრები მიიღებენ.

„ხვალინდელი პროტესტი ერთგვარი გამაფრთხილებელი აქციაა - თუ სს ბორჯომის ადმინისტრაცია უახლოეს ვადებში დასაქმებულების მოთხოვნების შესასრულებლად ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, მომდევნო აქციაში პროფკავშირების გაერთიანება თავის სრულ ადამიანურ რესურსებს გამოიყენებს“, – აცხადებენ პროფკავშირებში.

მათივე ცნობით, აქციას პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილიც შეუერთდება.

კომპანია „აი დი ეს ბორჯომი საქართველოს“ 350-მდე თანამშრომელი 18 მაისიდან გაიფიცა, რასაც წინ რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები უძღოდა. გაფიცვის გამო კომპანია იძულებული გახდა, N1 და N2 ჩამომსხმელი ქარხნების გაჩერების გადაწყვეტილება მიეღო.  

გაფიცულები მესამე დღეა აქციას მართავენ. როგორც ისინი აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნებია: ხელფასის 30%-ით გაზრდა, დანაკლისის ანაზღაურება და შრომის პირობების გაუმჯობესება. გაფიცული თანამშრომლები თანახმა არიან, კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ იმ პირობით, თუ შეხვედრას პროფკავშირების წარმომადგენელი და იურისტი, გიორგი დიასამიძეც დაესწრება, რაც „აი დი ეს ბორჯომი საქართველოსთვის“ მიუღებელია. კომპანიის პოზიციაა, რომ მოლაპარაკებებში მესამე პირი არ უნდა ჩაერთოს.

18 მაისს „აი დი ეს ბორჯომი საქართველომ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მათი თანამშრომლების ანაზღაურება 30-40%-ით მეტია შრომის ბაზარზე არსებულ საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელზე. კომპანიაში აცხადებენ, რომ გაფიცულების მოთხოვნა ხელფასების 50%-იანი ზრდაა და მათთვის მიუღებელია შეთავაზება, რომ მატება პოზიციების მიხედვით მოხდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]