weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ აქციის კიდევ სამმა მონაწილემ პირი ამოიკერა

11:49 ორშაბათი, 24 მაისი 2021

ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის“ კოროხნალის მაღაროსთან, სადაც 98-ე დღეა სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ, პირი სამმა ქალმა ამოიკერა. ისინი უკვე მეოთხე დღეა შიმშილობენ.

14 დღის წინ პროტესტის უკიდურეს ფორმას აქციის სამმა მონაწილემ მიმართა. მოგვიანებით მათ კიდევ ორი ადამიანი შეუერთდა. შუქრუთის მცხოვრებლები „ჯორჯიან მანგანეზისგან“ და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანია შპს „შუქრუთი +“-სგან სამართლიანი კომპენსაციების გადახდას ითხოვენ, რადგან სოფლის ქვეშ მაღაროს მუშაობის გამო, მათი საცხოვრებელი სახლები დაზიანდა და ინგრევა. მათი მოთხოვნაა, რომ ზარალი სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეაფასოს. აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ, რომ შეწყდეს პროტესტის ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა.

ამ დრომდე, შუქრუთელების პროტესტს არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლება არ გამოხმაურებია.

20 მაისს „ჯორჯიან მანგანეზმა“ განაცხადა, რომ  „შუქრუთი +“ მზად არის, დააკმაყოფილოს პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნა და სახლების შეფასების პროცესში სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ჩართოს „მხოლოდ იმ პირობით, თუ ამ მოსახლეებთან ზიანის ანაზღაურების თაობაზე ჩიხში შესული მოლაპარაკება გადავა სამართლებრივ სივრცეში და წარმოქმნილ შეუთანხმებლობას გადაწყვეტს მართლმსაჯულება“.

კომპანია უარყოფს, რომ „შუქრუთი +“ აზიანებს სოფლის მოსახლეობას და ზარალს არ ანაზღაურებს. „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებით, კომპანია კომპენსაციებს 2020 წლის ივნისიდან გასცემს, რაც დღეისთვის, ჯამურად, 2 მილიონ ლარამდეა. ზოგიერთი ადგილობრივი მცხოვრების ინფორმაციით კი, კომპენსახიის სახით მიღებული თანხა ჯამში 30-40 ათას ლარს არ აღემატება.

„ჯორჯიან მანგანეზის“  წინააღმდეგ აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტს მანამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე კომპანია პასუხისმგებლობას არ აიღებს და მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]