weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

26 მაისს არ მიხვიდეთ აღლუმზე, არამედ მოდით ჩვენთან – გოლეთიანი

17:42 ორშაბათი, 24 მაისი 2021
mtisambebi.ge-ის ფოტო mtisambebi.ge-ის ფოტო

ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა საზოგადოებას მოუწოდა, 26 მაისს, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება, არა აღლუმზე, არამედ მათთან, აქციაზე მივიდეს.

„თავისუფლების მოედანზე შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ 26 მაისი არის ჩვენი დღე. მთელ საზოგადოებას მოვუწოდოთ იქიდან, რომ 26 მაისს მივიდეს არა იმ აღლუმზე, არამედ უნდა მოვიდეს ჩვენთან. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს ქვეყანა ჩვენ გვეკუთვნის. ერთხელ და სამუდამოდ, შევიგრძნოთ ნამდვილი თავისუფლების და დამოუკიდებლობის ფასი. ამ პროცესში თითოეულმა ჩვენგანმა მივიღოთ მონაწილეობა“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა თავისუფლების მოედნისკენ საპროტესტო მსვლელობის დროს.

ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ რიონის ხეობაში შვიდთვიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, საპროტესტო აქციამ გუშინ თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლა. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, დედაქალაქში აქცია გაიმართა იმის გამო, რომ ხელისუფლებასთან დიალოგის შესაძლებლობა აღარ არსებობს.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნებია: კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან კომპანიის მისამართითაა გაცემული. ასევე, აქციის მონაწილეები ითხოვენ ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას გადადგომას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ნამახვანჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში და ხელი მოაწერა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს და პროტესტის 209-ე ღამე იქ გაათენეს. მათ დღეს, 12:00 საათამდე მისცეს ხელისუფლებას ვადა მათი მოთხოვნების შესასრულებლად, შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, მსვლელობების გამართვა და დედაქალაქის პიკეტირება/პარალიზება დააანონსეს. დღეს მათ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია და სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება მათ მიმართ, ვინც კანონის ფარგლებს მიღმა გადავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]