weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია 65 000 ლარად ღირებულ ავტომანქანებს ყიდულობს

13:04 პარასკევი, 25 აგვისტო 2017

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკი) 2017 წელს გამოშვებულ 2 ავტომანქანას ყიდულობს. ტენდერის შედეგების მიხედვით, ავტომანქანების შესაძენად 130 500 ლარი დაიხარჯება. ტენდერში გაიმარჯვა შპს „კია მოტორს ჯორჯიამ“, რომლის მფლობელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილია.

ელექტრონული ტენდერი 2 ახალი ავტომანქანის შესაძენად მარეგულირებელმა კომისიამ 2017 წლის 2 აგვისტოს გამოაცხადა. სატენდერო პირობებში აღნიშნულია, რომ ორივე ავტომანქანა უნდა იყოს 2017 წელს გამოშვებული, ექსპლუატაციაში არმყოფი, ერთი შავი და ერთი ვერცხლისფერი.

გამარჯვებული კომპანიის სატენდერო შეთავაზება 130 500 ლარია, ანუ თითოეული ავტომანქანის შესყიდვის ფასი 65 250 ლარი იქნება.

„რეგინფო“ წერდა, რომ მხოლოდ 2017 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა ტარიელ ხეჩიკაშვილის კუთვნილი კომპანიებისგან 13 მილიონამდე ლარის ღირებულების ავტომანქანები შეისყიდეს. ოფიციალური ინფორმაციით, სპორტის მინისტრმა მისი კუთვნილი საწარმოების ბიზნესსაქმიანობიდან 2016 წელს 10 233 444 ლარის შემოსავალი მიიღო.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკი) დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელსაც არ ჰყავს მაკონტროლებელი სახელმწიფო ორგანო. კომისიის დაფინანსების წყაროა რეგულირების საფასური, ასევე გრანტები და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]