weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

არ ვაპირებთ ხელი შევუშალოთ 26 მაისის ღონისძიებას – გოლეთიანი

18:02 სამშაბათი, 25 მაისი 2021
ფოტო: „მწვანეები“ ფოტო: „მწვანეები“

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის დამფუძნებელმა, ვარლამ გოლეთიანმა განმარტა მის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება, რომლითაც მოქალაქეებს მოუწოდა 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, არა თავისუფლების მოედანზე, არამედ ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციაზე მივიდნენ. როგორც გოლეთიანი ამბობს, არავინ აპირებს ღონისძიებას ხელი შეუშალოს 26 მაისის ღონისძიებას.

„რაც შეეხება 26 მაისს და იმას, თითქოს, ჩვენ 26 მაისის ჩაშლას ვაპირებთ. რა თქმა უნდა, არავინ გეგმავს, რომ იქ გადავინაცვლებთ და ღონისძიებას შევუშლით ხელს. ეს არ იყო ნაგულისხმები ჩემს სიტყვებში, რასაც მოჰყვა სპეკულაცია.

აქ საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ როდესაც ხელისუფალი ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს თმობს (ვის სასარგებლოდ ჯერ კიდევ გაუგებარია), არ არის ეროვნული ინტერესების გამტარებელი, არ ითვალისწინებს სახალხო ნებას, უბრალოდ გაუგებნარია, ადამიანი რატომ უნდა მივიდეს ამ ჩინოვნიკის მოსასმენად კონკრეტულად თავისუფლების მოედანზე.

ჩვენ ასე დავაყენეთ საკითხი: თუ აქ ვიკრიბებით იმისთვის, რომ პრეტენზია გვაქვს ხელისუფლებასთან, რომელიც აფორმებს ისეთი ტიპის ხელშეკრულებას, რომელიც თმობს ჩვენს სახელმწიფოებრივ, ეროვნულ ინტერესებს და ამას ჩვენ ვასაბუთებთ, მაშინ გაუგებარია რატომ უნდა გვინდოდეს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მომენტში ამ ადამიანების მოსმენა. ეს არის გაუგებარი ჩვენთვის. ეს იყო, როცა ვთქვით, რომ ის ადამიანები მოვიდნენ აქ და არ მივიდნენ თავისუფლების მოედანზე.

რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ დავიძრათ იმ მიმართულებით და ხელი შევუშალოთ ღონისძიებას. ჩვენ ამ ნაწილში არ ვებრძვით ხელისუფლებას და აქ რევულუციის მოსაწყობად არ ჩამოსვულვართ“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

გოლეთიანის გუშინდელი მოწოდება „საქართველოს დამოუკიდებლობის ზეიმის“ ჩაშლის მცდელობად „ქართული ოცნების“ დეპუტატმა სოზარ სუბარმა შეაფასა.

„პრაქტიკულად ისინი ცდილობენ, ჩაშალონ საქართველოს დამოუკიდებლობის ზეიმი. ძალიან არ მინდა, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, მათ იმ ადამიანების თამაში ითამაშონ, რომლებისთვისაც ეს დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რომლებსაც პრაქტიკულად ოკუპანტი ან მისი მომხრეები ჰქვიათ“, – განაცხადა სუბარმა.

რიონის ხეობის მცხოვრებლები და მათი მხარდამჭერები მესამე დღეა, საპროტესტო აქციას მართავენ თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე. ისინი ითხოვენ, რომ ინვესტორმა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზეა გაცემული. ასევე, აქციის მონაწილეები ითხოვენ ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას გადადგომას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ნამოხვანის ჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში და ხელი მოაწერა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]