weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ეს არის ხმაური უსამართლობის წინააღმდეგ – მაკა სულაძე

01:31 ხუთშაბათი, 27 მაისი 2021
mtisambebi.ge-ის ფოტო mtisambebi.ge-ის ფოტო

თბილისიდან სოფელ გუმათში დაბრუნებული „რიონის ხეობის მცველები“ პროტესტს პოლიციის მიერ აღმართულ რკინის კედელზე ხელის რტყმითა და ხმაურით გამოხატავენ. როგორც ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მაკა სულაძემ განაცხადა, ეს არის ხმაური უსამართლობის წინააღმდეგ.

„ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ჩვენივე პოლიცია ჩვენ წინ დაგვიყენოს და თავისუფლად გადაადგილების უფლება შეგვიზღუდოს. ჩვენ ვხმაურობთ იმისთვის, რომ ეს უსამართლობა შეწყდეს და ვიხმაურებთ იქამდე ვიდრე, კონსტიტუციით ჩვენთვის მონიჭებული უფლებები არ იქნება აღდგენილი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა მაკა სულაძემ.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებლებმა და მათმა მხარდამჭერებმა სოფლებში – გუმათსა და ტვიშში გზა გადაკეტეს და არ აპირებენ გაატარონ ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის, „ენკა რინიუებლზის“ ავტომანქანები. მოძრაობის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ გზა გადაკეტილი ექნებათ მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება და გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზეა გაცემული. ასევე, ისინი ითხოვენ ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას გადადგომას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში და ხელი მოაწერა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]